ოლივიე ჟირუს მილანის “ინტერში” გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია. სარწმუნო მედიის შემდეგ, ინფორმაცია “ნერაძურის” სპორტულმა დირექტორმა პიერო აუსილიომაც დაადასტურა. “ფრანგი თავდამსხმელის დამატებას ნამდვილად ვაპირებთ, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მიმდინარე ფანჯრისას ჩვენს რომელიმე ფორვარდს გავასხვისებთ”,-თქვა აუსილიომ. იტალიური კლუბის დატოვების პირველი კანდიდატი ლაუტარო მარტინესია, რომლის შესანიშნავი შედეგიანობაც “ბარსელონას” არ გამოპარვია. თავის მხრივ, კატალონიურ გრანდს მომავალ სეზონამდე ლუის […]