ვინ ლიდერობს ოქროს ბუცის გათამაშებას გატანილი პენალტების გამოკლებით?
ლეო მესი თავისი კარიერაში მე-6 ოქროს ბუცის მოგებასთან ახლოსაა. იმ შემთხვევაში, თუ ჯილდო წელს არგენტინელს ერგება, ლეო მოპოვებული ოქროს ბურთების რაოდენობით თავის რეკორდს დაამხობს. მესიმ მიმდინარე სეზონში “ბარსას” მაისურით 29 გოლი გაიტანა. მართალია, რომ ის გოლებით ქართველ ფეხბურთელს, ზაქარია ბეგლარიშვილს ჩამორჩება, თუმცა ცხადია, რომ ქულების ათვლისას ლა ლიგას უფრო მეტი კოეფიციენტი აქვს, ვიდრე ესტონეთის ჩემპიონატს. […]
გვარდიოლა: “ოქროს ბურთი მესის მიეცით, შემდეგ VAR-ი გამოიყენეთ და ვან დაიკს დაუბრუნეთ”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ 2019 წლის ოქროს ბურთის ფავორიტების შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა. “ვფიქრობ ოქროს ბურთი თავდაპირველად ლიონელ მესის უნდა მისცენ, შემდეგ ვიდეო გამეორების სისტემა გადაამოწმონ და ჯილდო ვან დაიკს დაუბრუნონ”, – თქვა ესპანელმა. France Football-ის პრესტიჟული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი 2 დეკემბერს გაიმართება. პრიზისთვის ევროპაში მოთამაშე 30 საუკეთესო ფეხბურთელი იბრძვის, ფავორიტთა სამეულში კი ლიონელ […]
ინდივიდუალური ჯილდოები: მესის და რონალდუს სტატისტიკა – არგენტინელის უპირატესობა
ლიონელ მესიმ 4-წლიანი პაუზის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს ოქროს ბურთისთვის დავაში გადაასწრო. არგენტინელმა ვარსკვლავმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში მეექვსედ მოიგო და ყველა დროის რეკორდიც დაამყარა. წარმატებული სეზონისა და 2019 წლის შემდეგ, 32 წლის თავდამსხმელმა თავის პრინციპულ მეტოქე კრიშტიანუ რონალდუს არაერთი მაჩვენებლით გაასწრო. ოქროს ბურთი მესი – 6 რონალდუ – 5 ევროპის ოქროს ბუცი მესი – […]
ვინ მოიგებს ოქროს ბუცს სეზონი რომ დღეს დასრულდეს
ჯერჯერობით უცნობია, დასრულდება თუ არა მიმდინარე სეზონი. როგორც იცით, საფეხბურთო ჩემპიონატების უდიდესი ნაწილი შეჩერებულია. საინტერესოა, ვინ მოიგებს 2019/20 წლების სეზონის ოქროს ბუცს ჩემპიონატები დღეს რომ დასრულდეს. პირველ ადგილზე ამჟამინდელი სტატისტიკით ჩირო იმობილეა. “ლაციოს” შემტევს 27 გოლი და 54 ქულა აქვს (სერია A-ს კოეფიციენტი, ისევე, როგორც ტოპ 5 ჩემპიონატების – 2-ს შეადგენს). მეორე პოზიციაზე მოდის რობერტ […]
ლევანდოვსკი: “გადაწყვეტილებას ავტომატურად უნდა იღებდე, საჯარიმოში ფიქრისთვის 01. წამი გაქვს”
მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ფორვარდის პოზიციის სირთულეებზე ისაუბრა. “გოლის გატანა არც ისე მარტივია, მითუმეტეს მაშინ, თუ დაღლილი ხარ. 90% შემთხვევაში გოლი გონების სხარტი მუშაობისა და კონცენტრაციის მაღალი დონის დამსახურებით გადის. როცა იღლები, ფიქრსაც უფრო ნელა იწყებ, მაგრამ სივრცე და დრო არ იცვლება. როცა საჯარიმოში აღმოჩნდები, ფიქრის და გადაწყვეტილების მიღებისთვის მხოლოდ 0.1, შესაძლოა 0.2 წამი […]
გრაფიკული გამოსახულება: ჰოლანდმა სეზონი საშინელი მატჩით დაასრულა
ერლინგ ჰოლანდი 2019/20 წლების სეზონის ევროპული ფეხბურთის აღმოჩენაა. ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, რომელიც უკვე კილიან მბაპესთან ერთად მსოფლიო ფეხბურთის მომავლად მიიჩნევა, “ზალცბურგისა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შემადგენლობაში საერთო ჯამში 44 გოლი გაიტანა, თუმცა სეზონის ბოლო შეხვედრა ძალიან ცუდი თამაშით დაასრულა. უმოტივაციოდ დარჩენილმა და მეორეადგილდაბევებულმა “შავ-ყვითლებმა” “ჰოფენჰაიმთან” საშინაო შეხვედრა 0:4 წააგეს – პოკერი ანდრეი კრამარიჩმა გაიფორმა. ამ მატჩში, ერთ-ერთი […]
რობერტ ლევანდოვსკი: “პოლონელებს არასრულფასოვნების კომპლექსი გვაქვს”
მიუნხენის “ბაიერნისა” და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, 2020 წლის ბოლოს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზის მიღების ემოციებზე ისაუბრა. 32 წლის პოლონელი განმარტავს, თუ რატომ გაუჭირდა მას ამ ფაქტის დაჯერება და მის სამშობლოში არსებული საფეხბურთო მენტალიტეტის შესახებ საუბრობს. “ნება მომეცით რამდენიმე სიტყვა გითხრათ პოლონელი ხალხის შესახებ. ცერემონიის დაწყებამდე ვიცოდი, რომ მშვენიერი წელი მქონდა მიუნხენის “ბაიერნთან” […]