საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ყაზახეთში ისევ დააფასეს, “ჯვაროსნების” მეშვიდე ნომერი ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში ბოლო თვის განმავლობაში მეორედ მოხვდა. “ქართველი ტრადიციულად საუკეთესო იყო ნახევარდაცვაში, მისი აქტიური თამაში და შეუპოვრობა “ტობოლის” გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა”, – წერს ყაზახური გამოცემა Sports.kz. კანკავას და კვეკვესკირის გუნდმა მე-16 ტურში, კახა ცხადაძის გაწვრთნილ “ორდაბასს” 3:0 სძლია და 26 ქულით […]