ოფიციალურად: მიხეილ ალანია საფრანგეთში ითამაშებს!
საქართველოს U20 ნაკრებისა და მარნეულის “არმაზის” 18 წლის 9 ნომერი – მიხეილ ალანია საფრანგეთის რანგით მეორე ჩემპიონატში ითამაშებს. ალანია საფრანგეთის რანგის მეორე დივიზიონში (PRO D2) ითამაშებს. მან ქართველებით დაკომპლექტებულ “ორიაკთან” 3 წლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა და კლუბს U20 მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდება. მიხეილ ალანია “ორიაკში” მერაბ შარიქაძესთან, გიორგი ჯავახიასთან, გიორგი ცუცქირიძესთან და ვანო კარკაძესთან ერთად […]
ბორჯღალოსანი ლაშა ლომიძე ინგლისურ კლუბში ჩაირიცხა
27 დეკემბერს ბორჯღალოსანი – ლაშა ლომიძე ოფიციალურად ინგლისურ კლუბში – “დონკასტერში” ჩაირიცხა. ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურა “დონკასტერის” ოფიციალური ინსტაგრამ გვერდი. View this post on Instagram 📣 NEW SIGNING! ✍️Georgian International @lashalomidze signs for the Knights. Read more on our website. A post shared by Doncaster Knights 🏉 (@doncasterknights) on Dec 27, 2018 at […]
ოფიციალურად: მერაბ შარიქაძემ ფრანგული კლუბი დატოვა
როგორც ცნობილი ხდება, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა – მერაბ შარიქაძემ, ფრანგული “ორიაკი” დატოვა. მერაბ შარიქაძე “ორიაკში” 2014 წლიდან ირიცხებოდა, სადაც 74 მატჩი ჩაატარა და 8 ლელოს დადება მოახერხა. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას ბორჯღალოსნების კაპიტანი. ფრანგული კლუბი მას რამდენიმე წუთის წინ დაემშვიდობა, მადლობა გადაუხადა და კარიერაში წარმატებები უსურვა.
გიორგი ცუცქირიძემ PRO D2-ში მასი დაალელოვა (ვიდეო)
გიორგი ჯავახიას სადებიუტო ლელო საფრანგეთის პრო დ 2-ში (ვიდეო)
ბექა საღინაძის შესანიშნავი ლელო (ვიდეო)
პრო დ2-ის 27-ე ტურის შეხვედრაში, “ორიაკი” “ანგულემს” დაუპირისპირდა. დაძაბული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 33:21 დასრულდა. მატჩის 74-ე წუთზე, “ორიაკისა” და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ მოწინააღმდეგეს შესანიშნავი ლელო დაუდო. შეგახსენებთ, ბექა საღინაძე კარიერას Top 14-ის გუნდ, “ლიონში” გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა მორაგბემ ფრანგულ გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
Rugby Europe | მორიგი ქართველი ამომავალი ვარსკვლავი მამის კვალდაკვალ
რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, კიდევ ერთი ამომავალი ქართველი ვარსკვლავის – მიხეილ ალანიას შესახებ სტატია გამოქვეყნდა. თავდაპირველად, რაგბი ევროპა დავით ნინიაშვილის პროგრესით იყო აღფრთოვანებული და 18-წლის ქართველ მორაგბეს საკმაოდ ვრცელი და საინტერესო სტატია მიუძღვნა. დავით ნინიაშვილის შემდეგ, რაგბი ევროპის ყურადღების ცენტრში მიხეილ ალანია მოექცა, რომელიც 7 თებერვალს, რუსეთის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის გაფართოებულ შემადგენლობაშია შეყვანილი. მიხეილ ალანია […]
ლეგიონერები | გიორგი ცუცქირიძე ბრუნდება!
ბორჯღალოსანთა მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი დაასრულა და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება. ის “ორიაკის” მარქაფაშია და 9 აპრილს “ნევერის” წინააღმდეგ ითამაშებს. 24 წლის მორაგბეს ბოლო ორი წელია ტრავმები მოუმრავლდა. მან ჯერ 2019 წლის მსოფლიო თასის წინ, სამხრეთ აფრიკულ “საუზერნ კინგსთან” მოსამზადებელ მატჩში წვივი მოიტეხა, მერე კოვიდ-პანდემიამ შეაჩერა, მიმდინარე სეზონისთვის მზადების პერიოდში კი, მარცხენა ფეხის ჯვარედინი […]
მიშიკო ალანია Pro D2-ის ტურის სიმბოლურში მოხვდა
საფრანგეთის Pro D2-ის მეოთხე ტურის შეხვედრაში, “მონტობანი” “ორიაკს” დაუპირისპირდა და ანგარიშით, 11:20 დამარცხდა. აღნიშნულ დაპირისპირებაში, “ორიაკის” შემადგენლობაში ქართველი ჰავბეკის მიშიკო ალანიას დებიუტი შედგა. სადებიუტო შეხვედრაში, ალანიამ საკუთარი გუნდის წამოწყებული შეტევა ლელოთი დააგვირგვინა. აღსანიშნავია, რომ მეტოქის ლელომდე ახალგაზრდა ქართველმა მორაგბემ დაახლოებით 40 მეტრი ირბინა. მიშიკო ალანიას გარჯამ უყურადღებოდ არ ჩაიარა. სადებიუტო შეხვედრაში დადებული ლელოსა და ბრწყინვალე […]
2 ქართული ლელო PRO D2-ში – ქართველებმა საფრანგეთში გაიბრწყინეს
10 სექტემბერს, საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო დივიზიონში PRO D2-ში, მეორე ტურის მატჩები შედგა, სადაც ქართველი მორაგბეებით დახუნძლულმა “ორიაკმა” შინ “გრენობლი” მიიღო და 26:13 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან ძირითად შემადგლობაში 3 ქართველი მორაგბე იყო: ნომერი 2 – ლუკა ნიორაძე, ნომერი 5 – გიორგი ჯავახია და ნომერი 6 – ბექა საღინაძე, მარქაფაში კი გიორგი ქართველიშვილი იყო. მატჩის პირველ […]
ლეგიონერები | ქართული ლელოები ორიაკისთვის
პრო დე2-ის 27-ე ტურში ორი ქართული ლელო გავიდა. ბექა საღინაძემ და გიორგი ჯავახიამ “ორიაკს” 5-5 ქულა შესძინეს და უმნიშვნელოვანეს მატჩში 33:21 მოაგებინეს. ტოპ 14-ის 21-ე ტურში მხოლოდ სამი თამაში გაიმართა, ოთხი კი გადაიდო. “ბეიონი” “პოს” ეწვია, დაძაბულ ბრძოლაში 33:43 დამარცხდა და მეტოქეს სატურნირო ცხრილში დაწევის შესაძლებლობა მისცა. სტუმართა რიგებში სრულად ითამაშა მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ. პრო […]
ლეგიონერები | ჯალაღონიას მესამე ფრანგული ლელო
გასულ უქმეებზე თორნიკე ჯალაღონიამ მორიგი ფრანგული ლელო გაიტანა. ამჯერად მან თავი “ორიაკთან” მატჩში გამოიჩინა. ტოპ 14-ის 22-ე ტურში კოვიდ-პანდემიის გამო მხოლოდ სამი თამაში გაიმართა. “სტად ფრანსემ” “პოს” უმასპინძლა და 46:32 გაიმარჯვა. პარიზელთა რიგებში პირველიდან 59-ე წუთამდე ითამაშა ვასილ კაკოვინმა. მეორე პარიზული კლუბი “რასინგ 92” “ტულუზს” ეწვია და 16:34 დამარცხდა. სტუმართა ძირითადში იყო და 50-ე წუთზე […]