ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ორლანდოსა” და “დეტროიტის” დაპირისპირება შედგა. ორლანდოში, “Amway Center”-ში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 128:102 დასრულდა. “ორლანდოს” ქართველმა ცენტრმა – გოგა ბითაძემ, ფრენჩაიზში პირადი რეკორდი გაიმეორა. პარკეტზე გატარებულ 17:51 წუთში, ბითაძემ 13 ქულის, 3 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ გოგა ბითაძემ 5-დან 5 ორქულიანი და 4-დან […]