გუედეშის ფენომენალური გოლი, რომელიც სეზონის საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძოლებს (ვიდეო)
ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში “ვალენსია” “ოსასუნას” დაუპირისპირდა. “მესტალიაზე” გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. “ღამურების” დაწინაურება გონსალო გუედეშმა შეძლო, რომელმაც ფენომენალური გოლი გაიტანა. გუედეშის გოლი სეზონის საუკეთესოს ტიტულისათვის იბრძოლებს. 23 წლის შემტევმა 4 მეტოქის მოტყუება შეძლო და ბურთი “ოსასუნას” კარის ბადეში მოათავსა.
ევროპული გრანდები ნიჭიერი ეკვადორელი მცველისთვის იბრძოლებენ
“ბარსელონა”, მადრიდის “ატლეტიკო” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ახალგაზრდა ეკვადორელი ფეხბურთელის შესაძენად ბრძოლას აპირებენ. “უოტფორდის” 23-წლამდელთა გუნდის მარცხენა მცველი პერვის ესტუპინანი, რომელიც “ოსასუნაში” განათხოვრებით თამაშობს, ევროპული გრანდების ინტერესებში მოექცა. 22 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვა “ოსასუნასაც” სურს, მისი საიჯარო ხელშეკრულება ძალაში კიდევ 1 წლითაა, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 7 მილიონ ევროს უდრის. ამ სეზონში ნიჭიერმა უკანახაზელმა ყველა ტურნირზე 30 შეხვედრაში […]
ზიდანი: “შეხვედრა უნდა გადადებულიყო”
ლა ლიგის მე-18 ტურში “ოსასუნასა” და “რეალის” შეხვედრა გაიმართა და მატჩი უგოლოდ – ფრედ 0:0 დამთავრდა. ესპანეთში ქარიშხალმა “ფილომენამ” და დიდთოვლობამ პრობლემები გამოიწვია, ლა ლიგაში 9 იანვარს გასამართი მატჩი “ატლეტიკოსა” და “ბილბაოს” შორის საერთოდ გადაიდო. მიუხედავად დიდთოვლობისა და უამინდობისა, პამპლონაში “ოსასუნასა” და “რეალის” შეხვედრა მაინც შედგა. მატჩის შემდეგომ კომენტარი გააკეთა “რეალის” ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ […]
ისკომ ოსასუნას გაუთანაბრა (ვიდეო)
კვარაცხელიას გუნდმა პსჟ-ს ყოფილი მეკარე დაიმატა
საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიმ” ვეტერანი იტალიელი მეკარე, სალვატორე სირიგუ დაიმატა. 35 წლის გოლკიპერი ნეაპოლიტანელებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შენაძენია, ვინაიდან გუნდი გამოცდილმა დავიდ ოსპინამ დატოვა, ხოლო 25 წლის ალექს მერეტი დიდი ალბათობით კლუბს იჯარის წესით დატოვებს და შემდეგ სეზონში განათხოვრებით ითამაშებს. სირიგუმ, რომელიც კარიერის განმავლობაში “პსჟ-ს”, “სევილიას”, “პალერმოს”, “ოსასუნასა” და “ტორინოს” შემადგენლობაში ირიცხებოდა, ბოლოს კი “ჯენოას” მაისურს ირგებდა, […]
კოპა დელ რეის 1/2-ფინალში ერთმანეთს რეალი და ბარსელონა შეხვდებიან
დღეს ესპანეთის თასის 1/2-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ნახევარფინალური წყვილები ასე განაწილდა – ,,რეალი” ,,ბარსელონას” შეხვდება, ,,ოსასუნა” კი ,,ბილბაოს”. ,,ელ კლასიკოს” პირველი შეხვედრა მადრიდში 1 ან 2 მარტს გაიმართება, საპასუხო მატჩს კი 4, 5 ან 6 აპრილს ბარსელონა უმასპინძლებს. მიმდინარე სეზონში ,,რეალი” და ,,ბარსელონა” ერთმანეთს უკვე ორჯერ შეხვდნენ, ლა ლიგაში ,,სამეფო გუნდმა” 3:1 იმარჯვა, ესპანეთის სუპერთასის […]
კოპა დელ რეის 1/8 ფინალური წყვილები ცნობილია
რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა ესპანეთის თასის – კოპა დელ რეის 1/8 ფინალური ეტაპის წყვილები. “ბადაიხოზი” – “გრანადა” “ლეონესა” – “ვალენსია” “ტენერიფე” – “ბილბაო” “სარაგოსა” – “რეალი” “მირანდესი” – “სევილია” “რაიო ვალეკანო” – “ვილიარეალი” “ბარსელონა” – ” ლეგანესი” “სოსიედადი” – “ოსასუნა” 1/8 ფინალური მატჩები 28,29 და 30 იანვარს გაიმართება.