უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების შემტევმა, ოთარ კიტეიშვილმა, კომენტარი გააკეთა. “ძალიან მიხარია, რომ პაუზის შემდეგ კვლავ ნაკრებში ვარ და შემიძლია გუნდს დავეხმარო. რა თქმა უნდა, რთულია ათ დღეში ოთხი თამაშის ჩატარება. მითუმეტეს, სეზონის ბოლოა, ჩემპიონატები ახლა დასრულდა და ბევრს გადატვირთული კალენდარი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდისთვის მომზადება რთულია. მაგრამ, გვაქვს დრო, გუნდმა […]