საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, რომელშიც “ჯვაროსნებმა” მეტოქე – 2:1 დაამარცხეს, ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა და მეორე გოლის ავტორმა, გიორგი აბურჯანიამ მატჩი შეაფასა და პირველი ემოციებიც გაამჟღავნა. “ეს გამარჯვება რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო. არამარტო მწვრთნელისთვის ასევე ჩვენთვის. ეს შედეგი მომავალი მატჩებისთვის თავდაჯერებას შეგვმატებს. ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლი ყველასთვის განსაკუთრებულია და ეს […]
ოთარ კიტეიშვილი: “ივნისის მატჩებს ოპტიმალური შემადგენლობით და ნაკრებში კარგი გარემოთი ვხვდებით”
მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა და 25 ფეხბურთელის მონაწილეობით ივარჯიშა, გუნდის ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდთან კომენტარი გააკეთა. “როგორც ყოველთვის, გუნდში ძალიან კარგი გარემოა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელისთვის და ზოგადად გუნდისთვის. მიხარია, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის და ოპტიმალური შემადგენლობით ვართ. რა თქმა უნდა, დიდი დრო გვაქვს მოსამზადებლად და ვეცდებით […]
კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდშია
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ქართველმა ფეხბურთელმა “აუსტრიასთან” მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. Sofascore-ის თანახმად, ოთარის პერფომანსი გასული მატჩში 9,1 ქულით შეფასდა. საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა “სტ. პოლტენის” მარცხენა მცველთან ერთად ტურში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. კიტეიშვილის დუბლი “აუსტრიასთან”: მე-10 ტურის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება: მიმდინარე სეზონში კიტეიშვილის ანგარიშზე 6 მატჩში […]
ოფიციალურად: საქართველოს ნაკრებს კიტეიშვილი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრებს სექტემბერში ჩასატარებელ მატჩებში ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადების თანახმად, 26 წლის ნახევარმცველი კოსოვოსთან შეხვედრის პირველ წუთებზე მიღებული ტრავმის გამო, ესპანეთთან და ბულგარეთთან გასამართ თამაშებს გამოტოვებს. ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა. მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო) მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, […]
მთავარი არბიტრი ცნობილია: მსაჯი, რომელსაც საქართველო-ესპანეთის მატჩზე აქამდეც უმუშავია
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში, ესპანეთს დაუპირისპირდება. ცნობილია, რომ შეხვედრას საკმაოდ გამოცდილი არბიტრი, რადუ მარიან პეტრესკუ მოემსახურება. რუმინელი არბიტრი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თუ ევროპის ლიგის შეხვედრებს ხშირად ხელმძღვანელობს და დიდი სანაკრებო ტურნირების შესარჩევ რაუნდებზეც მუშაობს ხოლმე. საინტერესოა, რომ 38 წლის რეფერის საქართველოსთან გადაკვეთა აქამდეც ჰქონია და ის სამ […]
ოთარ კიტეიშვილი: “ბულგარეთთან უნდა მოვიგოთ და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ”
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა და გუნდის მიერ გატანილი ბოლო გოლის ავტორმა, ოთარ კიტეიშვილმა კომენტარი გააკეთა. “პირველ რიგში, მეც მინდა, რომ მთავარი მწვრთნელის მსგავსად, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო ბულგარეთის ნაკრების დაზიანებულ წევრებს და მათ ფეხბურთის ფედერაციას სრული თანადგომა გამოვუცხადო. […]
საქართველოს ნაკრების წევრებს კარანტინში ყოფნა მოუწევთ
კორონავირუსი 26 მარტს, ბელარუსთან გასამართ ისტორიულ მატჩს საფრთხეს უქმნის. არსებობს შანსი, რომ ევროპულ გუნდებში მოთამაშე ქართველმა ფეხბურთელებმა ქვეყანაში ჩამოსვლა ვერ მოახერხონ. ცოტა ხნის წინ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აქამდე არსებულ 4 ქვეყანას, კიდევ 4 დაემატა და იქედან შემოსული მგზავრებისთვის საზღვარზე შემოწმების შემდეგ კარანტინი ან თვითიზოლაცია სავალდებულო გახდა. ესენია: საფრანგეთი, ავსტრია, ესპანეთი, გერმანია. […]
ოთარ კიტეიშვილი: “მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვხვდებით, თუმცა ფეხბურთის თამაშს და დადებითი შედეგის მიღებას ვეცდებით”
ნიდერლანდების ნაკრებთან გასამართი ამხანაგური შეხვედრის წინ, საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა, რუმინეთთან მოპოვებული გამარჯვებისა და მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. “ეროვნულ ნაკრებში გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, არ აქვს მნიშვნელობა ეს მატჩი ამხანაგურია თუ ოფიციალური. რუმინეთთან მოპოვებულ გამარჯვებას ძალიან დადებითი ემოციები მოყვა. ბოლო წუთამდე დაძაბული შეხვედრა გამოდგა. შესაძლოა ჩვენი საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, მაგრამ გამარჯვება მოვახერხეთ და დაშვებული შეცდომები […]
ოთარ კიტეიშვილი: “წარმატებული საკლუბო სეზონის შემდეგ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად ვართ”
კვიპროსის ნაკრებთან 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გასამართ მატჩამდე საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა კომენტარი გააკეთა. “სანაკრებო შეკრებების წინ ტრავმის მიღება ხშირად მიწევდა და მიხარია, რომ ახლა უკვე უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში ვარ, რაც სანაკრებო შეხვედრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სეზონი წარმატებული გამოდგა და ჩვენ ტიტულის მოგებაც მოვახერხეთ. ჩემს გარდა, ბევრი ისეთი მოთამაშეა, რომელმაც წარმატებული […]
კიტეიშვილის მე-4 გოლი ავსტრიის ბუნდესლიგაში (ვიდეო)
FIFA 22 – ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი ცნობილია
FIFA 22-ში ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი ცნობილია. ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ვიდეოთამაშში წელს 18 წარმომადგენელი გვეყოლება. FIFA 22-ში საუკეთესო ქართველი რეიტინგის მქონე ქართველი გიორგი მაკარიძეა. “ალმერიას” მეკარის მონაცემი 75-ია. მაკარიძის შემდგომ საბა ლობჟანიძე (72) მოდის. აღსანიშნავია, რომ “ჰათაისფორის” ფეხბურთელი ქართველებს შორის ყველაზე სწრაფია (88). გარდა ამისა, საბას სუსტი ფეხი მაქსიმალურ, 5 დონეზე აქვს. FIFA 22-ში ერთი ახალი […]
საქართველო – ესპანეთი: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 28 მარტს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. უკვე ცნობილია გუნდების ძირითადი შემადგენლობები, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველო: გიორგი ლორია – ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე – გიორგი აბურჯანია, ვაკო გვილია, ოთარ კიტეიშვილი – საბა […]