საქართველოს ნაკრების განაცხადში ცვლილებაა. მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ ოთარ კიტეიშვილმა მყესი გაიწყვიტა და 2021 წლის ბოლომდე მოედანზე დაბრუნებას სავარაუდოდ ვერ მოახერხებს, ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდში გრაცის “შტურმის” ნახევარმცველის ნაცვლად, ნიქოზიის “აპოელის” თავდამსხმელს, გიორგი ქვილითაიას უხმო. თავდაპირველად, 26 წლის თავდამსხმელი ეროვნული გუნდის 24-კაციან განაცხადში არ იყო, ახლა კი ფრანგმა სპეციალისტმა იგი ეროვნულ გუნდში დააბრუნა. საქართველოს ნაკრების […]