18 პენალტი და ყოფილი თანაგუნდელი მეკარეების დრამატული დუელი სუპერ თასზე | VIDEO
საქართველოს სუპერ თასის რიგით 21-ე გათამაშება ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა და მასში ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი “დინამო ბათუმი” და “საბურთალო” დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო გოლის გარეშე დასრულდა, რის შემდეგაც, ფორმატის შესაბამისად პენალტების სერია დაინიშნა და საკმაოდ დრამატულადაც წარიმართა. საწყისი 5-5 დარტყმის შემდეგ, ანგარიში კვლავინდებურად ფრე იყო, ხოლო დამატებითი 11-მეტრიანების შემდეგ ორივე გუნდის მეკარე მოწოდების […]
“მეტი ივარჯიშე, მაგრამ ისევ აგიღებ” – ლაზარე კუპატაძე სუპერ თასის დრამატულ ფინიშს გამოეხმაურა
საქართველოს სუპერ თასის რიგით 21-ე გათამაშება ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა და მასში ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი “დინამო ბათუმი” და “საბურთალო” დაუპირისპირდნენ. მატჩის მთავარი გმირები ორივე გუნდის მეკარე, ლაზარე კუპატაძე და ოთო გოშაძე იყვნენ, რომლებმაც პენალტების სერიაში თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს, ბოლოს კი ერთმანეთსაც დაუპირისპირდნენ, სადაც ბათუმელთა გოლკიპერი უკეთესი აღმოჩნდა და საბოლოოდ, ტიტულსაც აჭარული კლუბი დაეუფლა. […]
ეროვნული ლიგა: III წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოს ეროვნულ ლიგაში სამი წრე დასრულდა და გუნდები გადამწყვეტი მეოთხედის დასაწყებად ემზადებიან. ქვეყნის ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის და გუნდები თავიანთი მიზნის მისაღწევად ძალათა მაქსიმუმის გამოყენებას იწყებენ. უკვე ნათლად გამოიკვეთნენ კლუბები, რომლებიც ჩემპიონობისთვის, ევროტურნირების საგზურისთვის თუ რანგით უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოლებენ. ჩემპიონატში ჩატარებული 3/4-ის შემდეგ, თითოეულ გუნდს დეტალურად განვიხილავთ და მესამე წრის სიმბოლურ გუნდსაც შემოგთავაზებთ. ზოგადად […]
ეროვნული ლიგა: XV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნულმა ლიგამ 15 ტურის შემდეგ ორკვირიანი პაუზა აიღო და გზა სანაკრებო ფეხბურთს დაუთმო. 9 ივნისამდე გამართულ ბოლო სათამაშო კვირაში საკმაოდ საინტერესო შეხვედრები შედგა. ხუთივე გამართულ შეხვედრაში სულ მცირე 2 გოლი გავიდა, თანაც, ერთმანეთს ცხრილის პირველ ოთხეულში მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ. მე-15 ტურის კალენდარი იმგვარად გადანაწილდა, რომ მესამე და მეოთხე პოზიციაზე მყოფი გუნდები ორი ლიდერი “დინამოს” […]
ეროვნული ლიგა: V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტური რამდენიმე გამორჩეული მატჩით გახდა დასამახსოვრებელი, ხუთიდან სამ შეხვედრას გამარჯვებული ჰყავდა, ორში კი ფრე დაფიქსირდა. საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე სათამაშო კვირა ორი დღისგან შედგებოდა. 20 მარტს სამი მატჩი გაიმართა’, 21-ში კი დარჩენილი ორი. ტური ეროვნულ ლიგაში მიმდინარე სეზონში დაწინაურებული ორი დასავლური კლუბის დაპირისპირებით დაიწყო – ზესტაფონში, “შუქურამ” “სამგურალს“, მიხეილ სარდალიშვილისა და გიორგი […]
მოლდოვის ნაკრების მცველი – საბურთალომ ორი ლეგიონერი დაიმატა
საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი საბურთალო ახალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად განაგრძობს. გუნდმა კიდევ ორი ახალწვეული დაიმატა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ორივე მათგანი ლეგიონერია. თბილისურ კლუბს ორი მოლდოველი ფეხბურთელი: ცენტრალური მცველი, მოლდოვის ნაკრების 26 წლის მოთამაშე, ვიქტორ მუდრაკი და 23 წლის ნახევარმცველი დმიტრი მანდრიჩენკო შეემატა, რომელსაც ქვეყნის ახალგაზრდულ გუნდშიც უთამაშია. მუდრაკს სხვადასხვა დროს “დაჩიას”, “ალაშკერტისა” და […]
თელავს ახალი მეკარე ჰყავს
ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა “თელავმა” ახალი ფეხბურთელი დაიმატა. 2020 წლის სეზონში “თელავის” კარს 23 წლის მეკარე ოთო გოშაძე დაიცავს. ახალგაზრდა გოლკიპიერმა გუნდში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და 15 იანვარს გუნდთან ერთად ვარჯიშსაც დაიწყებს. გოშაძე “საბურთალოს” აღზრდილია, მას სხვადასხვა დროს “ქაზიმფაშაში“, “დინამო თბილისში”, ბათუმის “დინამოში” და ბოლნისის “სიონშიც” უთამაშია.