ოფიციალურად: პაატა ღუდუშაური დინამო ბათუმის ფეხბურთელია
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს პირველი ფეხბურთელი დაიმატა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართულ მედიაში გავრცელებული ცნობები აჭარულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა და პაატა ღუდუშაურის დამატება გაასაჯაროვა. 25 წლის შემტევმა ახალ კლუბთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. მაშინ, როცა გორის “დილადან” მარჯვენა ფლანგის ვინგერის დამატებაზე პირველი ცნობები გაჟღერდა, ბათუმელი ქომაგები ინფორმაციას პროტესტით შეხვდნენ. საქმე იმაშია, რომ 2019 წლის […]
პაატა ღუდუშაური დინამო ბათუმში გადადის – ქომაგები ტრანსფერს აპროტესტებენ
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში, “დინამო ბათუმმა” პოზნანის “ლეხთან” სტუმრად – 0:5 წააგო და შემდეგი ეტაპზე გასვლის შანსები მიზერულამდე დაიყვანა. მძიმე მარცხის შემდეგ, ქართულ მედიაში, კონკრეტულად საფეხბურთო გვერდის, Geo Team-ის მეშვეობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი ეროვნული ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა ვინგერს, პაატა ღუდუშაურს იმატებს. აღნიშნული ცნობა Live.ge-ს სანდო წყარომაც დაუდასტურა. მოგვიანებით, […]
ეროვნული ლიგა: XV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნულმა ლიგამ 15 ტურის შემდეგ ორკვირიანი პაუზა აიღო და გზა სანაკრებო ფეხბურთს დაუთმო. 9 ივნისამდე გამართულ ბოლო სათამაშო კვირაში საკმაოდ საინტერესო შეხვედრები შედგა. ხუთივე გამართულ შეხვედრაში სულ მცირე 2 გოლი გავიდა, თანაც, ერთმანეთს ცხრილის პირველ ოთხეულში მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ. მე-15 ტურის კალენდარი იმგვარად გადანაწილდა, რომ მესამე და მეოთხე პოზიციაზე მყოფი გუნდები ორი ლიდერი “დინამოს” […]
ეროვნული ლიგა: IX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
ეროვნულ ლიგაში 2021 წლის სეზონის პირველი წრე დასრულდა. მეცხრე ტურში ერთმანეთს სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთ ყველაზე უხვგოლიანი სათამაშო კვირა “სამტრედიასა” და “საბურთალოს” მატჩით გაიხსნა – იმერეთში შემდგარ შეხვედრაში თბილისელებმა დმიტრი მანდრიჩენკოს ჰეთ-თრიკის მეშვეობით – 3:2 იმარჯვეს. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე მასპინძელთაგან ირაკლი რუხაძემ და ნათან ჟუნიორმა გაიტანეს. ტურის მეორე შეხვედრაში თბილისური დერბი შედგა, […]
ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტური, სამტრედიაში, ადგილობრივი კლუბისა და გორის “დილას” დაპირისპირებით გაიხსნა, სადაც მასპინძლებმა ორი უპასუხო გოლი გაუშვეს. პირველ სათამაშო დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართა და ჩემპიონობის მაძიებელმა ორმა “დინამომ” ითამაშა. თბილისელებმა, ქუთაისში, სტუმრად, “ტორპედო” ქართულ დერბიში – 2:0 დაამარცხეს, ხოლო ბათუმელებმა, გორში, ნომინალური მასპინძლის რანგში, აჭარული დერბი ქობულეთის “შუქურასთან” ფრედ – 1:1 დაასრულეს. […]