ტოკიოს პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტო – 5 სექტემბერის ჩათვლით გაიმართება. პარალიმპიურ თამაშებზე ქართული დელეგაცია 13 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. სპორტსმენები საქართველოსთვის მედლის მოპოვებას სპორტის 6 სახეობაში შეეცდებიან. – ეტლით ფარიკაობა, პარაძიუდო, პარაწოლჭიმი, პარაცურვა, პარასროლა და პარამძლეოსნობა. 25 აგვისტო – ეტლით ფარიკაობა ხმლით ფარიკაობაში საქართველოსთვის მედლების მოპოვებას ირმა ხეცურიანი (B კატეგორია) და ნინა თიბილაშვილი (A-კატეგორია) შეეცდებიან. ორივე კატეგორიის […]