“ნაპოლის”, “პარმას”, ლონდონის “ჩელსისა” და იტალიის ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა, ჯანფრანკო ძოლამ საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა 21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავის ტექნიკურ და ტაქტიკური სიძლიერეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მას ძალიან დიდი საფეხბურთო ინტელექტი გააჩნია. “კვარაცხელიამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის არის სიურპრიზი და უპირველეს ყოვლისა, მან გამაოცა იმ […]