პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო კაპიტანი ცნობილია
პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო კაპიტნად როი კინი დასახელდა. SPORTbible-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პირველი ადგილი “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა კაპიტანმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო კაპიტნის ტიტულისათვის როი კინი, სტივენ ჯერარდი, ჯონ ტერი და პატრიკ ვიეირა იბრძოდნენ. ხმათა უმრავლესობა (37%) როი კინმა დააგროვა, სტივენ ჯერარდს 31% ერგო. გულშემატკივართა 20%-მა საუკეთესო კაპიტნად ჯონ […]
უნაი ემერის 1 თვიანი გამოსაცდელი ვადა მიეცა
უნაი ემერის საკუთარი პოსტის გადასარჩენად 1 თვიანი ვადა მიეცა. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში “მეთოფეების” თამაშის ხარისხი მკვეთრად გაუარესებულია – “არსენალი” 17 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო ტურში “ლესტერთან” მარცხის შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულთან 9 ქულიანი ჩამორჩენა ექნება. ჩრდილო ლონდონური კლუბის მესვეურებმა მთავარ მწვრთნელს 1 თვიანი გამოსაცდელი ვადა მისცეს – იმ შემთხვევაში თუ “არსენალის” […]
ჯერარდის ოცნების ხუთეული, რომელშიც რონალდუ არ შედის
ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა დაასახელა მისთვის საუკეთესო 5 ფეხბურთელი და ახსნა თუ რატომ არ შედის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ხსენებულ ხუთეულში. სტივენ ჯერარდი არ უარყოფს იმას, რომ ხუთი გზის ოქროს ბურთის მფლობელი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ინგლისელის აზრით მესის და რონალდუს არჩევა ბანალური იქნებოდა, ისინი სულ სხვა მწვერვალზე არიან. “უპირატესობას ყოველთვის გუნდურ მოთამაშეებს ვანიჭებ. რონალდუს შეუძლია გამარჯვება მოგიტანოს, მაგრამ […]