ახალმა ხელმძღვანელობამ ჩელსიდან პეტრ ჩეხიც გაუშვა
ლონდონის “ჩელსის” ახალმა ხელმძღვანელობამ კლუბში საკადრო წმენდა დაიწყო და მნიშვნელოვან თანამდებობებზე დასაქმებული პირები გაათავისუფლა. მას შემდეგ, რაც კლუბი გენერალურმა დირექტორმა, მარინა გრანოვსკაიამ დატოვა, ახალი მმართველის პირობებში, “არისტოკრატებს” ასევე გუნდის ლეგენდარული მეკარე, პეტრ ჩეხიც დაემშვიდობა, რომელიც ბოლოს კლუბის ტექნიკური მრჩეველის თანამდებობას იკავებდა. “ბოლო სამი წლის განმავლობაში “ჩელსიში” ამ როლის შესრულება დიდი პრივილეგია იყო. როდესაც კლუბი ახალ მფლობელობაშია, ვგრძნობ, […]
ბოლო ათწლეულის მეკარეთა საუკეთესო ათეული
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო ათწლეულის საუკეთესო მეკარე დაასახელა. დეკადის საუკეთესო გოლკიპერად მიუნხენის “ბაიერნის” და გერმანიის ნაკრების კარის დარაჯი მანუელ ნოიერი დასახელდა. მეორე პოზიციას ტურინის “იუვენტუსის” და იტალიის ეროვნული გუნდის ლეგენდარული გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი იკავებს, ხოლო სამეულს მადრიდის “რეალის” და ბელგიის ნაკრების პირველი ნომერი ტიბო კურტუა ასრულებს. ათწლეულის საუკეთესო მეკარეთა ათეული შემდეგნაირად […]
ბუფონი, კასილასი და სხვები – 21-ე საუკუნის ტოპ 20 მეკარე გამოვლინდა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ, IFFHS-მა 21-ე საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების რეიტინგი გამოაქვეყნა. 2001-დან 2020 წლამდე საუკეთესო გოლკიპერად ტურინის “იუვენტუსის” კარის დარაჯი ჯანლუიჯი ბუფონი დასახელდა, რომელმაც უკან მადრიდის “რეალის” და “პორტუს” ყოფილი მეკარე იკერ კასილასი მოიტოვა. სამეული “ჩელსის” და “არსენალის” ვეტერანმა მეკარემ პეტრ ჩეხმა დახურა. საუკეთესო ხუთეულში ასევე მანუელ ნოიერი და ტიბო კურტუა მოხვდნენ. […]
დიდი დაბრუნება – ჩეხი ჩელსის 25 კაციან შემადგენლობაშია
სულ ახლახანს “ჩელსის” ოფიციალურ გვერდზე “ლურჯების” პრემიერლიგის 25 კაციანი განაცხადი გამოქვეყნდა. რაც არ უნდა მოულოდნელი იყოს, შემადგენლობაშია ლეგენდარული მეკარე პეტრ ჩეხი, რომელმაც კარიერა გასულ ზაფხულს დაასრულა. 38 წლის ფეხბურთელი “ჩელსიში” ტექნიკურ მრჩევლად უკვე მეორე წელია მუშაობს. როგორც ლონდონელთა ოფიციალური გვერდი იტყობინება, ჩეხი “ჩელსის” კორონავირუსისგან გამოწვეული რთული ვითარების გამო დასჭირდა. ლამპარდის განკარგულებაში გუნდის მხოლოდ ერთი მეკარე […]
მინდვრიდან ყინულის მოედანზე – ჩეხი ჰოკეის კლუბში ჩაირიცხა
ლონდონის “არსენალისა” და “ჩელსის” ლეეგნდარულმა მეკარემ პეტრ ჩეხმა ბედის ცდა ყინულის ჰოკეიში გადაწყვიტა. 37 წლის გოლკიპერი, რომელმაც პროფესიონალური კარიერა წინა სეზონის შემდეგ დაასრულა, ნახევარპროფესიონალურ ინგლისურ კლუბ “გილდფორდ ფენიქსში” სეზონის ბოლომდე ჩაირიცხა. “აღფრთოვანებული ვარ, რადგან მომეცა შესაძლებლობა “ფენიქსთან” ერთად ჰოკეიში თამაშის გამოცდილება მივიღო. იმედი მაქვს, როგორც კი შანსი მომეცემა, შევძლებ და ამ ახალგაზრდულ გუნდს სეზონში დასახული […]
მოურინიომ შეადგინა საუკეთესო XI-ეული, რომელთანაც მას უმუშავია
მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი, 57 წლის ჟოზე მოურინიო ასახელებს მის საუკეთესო 11-ეულს, ვისთანაც მას უმუშავია. პორტუგალიელმა თავკაცმა პირველი გუნდი 2000 წელს ჩაიბარა, ახლა კი ლონდონის “ტოტენჰემში” ირიცხება. მას ნამუშავარი შემდეგ კლუბებში აქვს: “ბენფიკა”; “პორტო”; “ჩელსი”; “ინტერი”; “რეალი”; “მანჩესტერ იუნაიტედი”; “ტოტენჰემი”. გთავაზობთ მოურინიოს საუკეთესო XI-ეულს, ვისთანაც მას უმუშავია: მეკარე: პეტრ ჩეხი (ჩელსი) მცველები: ხავიერ ძანეტი […]
პეტრ ჩეხი ჩელსიში დაბრუნდა
პეტრ ჩეხი “არისტოკრატებს” დაუბრუნდა. პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ, ჩეხმა “ჩელსის” რიგებში ახალი თანამდებობა დაიკავა. გავრცელებული ინფორმაციით, პეტრ ჩეხმა ტექნიკური მრჩევლის პოზიცია დაიკავა და იგი პირდაპირი შუამავალი იქნება კლუბის მესვეურებსა და სამწვრთნელო შტაბს შორის. შეგახსენებთ, ლონდონური კლუბის რიგებში პეტრ ჩეხი 2004-15 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც “არსენალს” შეუერთდა. “არისტოკრატებთან” გატარებული 11 სეზონის განმავლობაში, ჩეხი ოთხჯერ გახდა პრემიერ […]
ჟოზე მოურინიოს მიერ კლუბიდან გაშვებული ფეხბურთელების საუკეთესო XI-ეული
ლეგენდარული პორტუგალიელი მწვრთნელი – ჟოზე მოურინიო, ყველგან და ყოველთვის ყველაფერს აკეთებს წარმატების მისაღწევად. დიახ, ის არ არის გატაცებული სრულყოფილი ფეხბურთის თამაშით და მისი გუნდები ვერ თამაშობენ ისეთ სანახაობრივ ფეხბურთს, რომლითაც ფეხბუთის მოყვარულები დიდ სიამოვნებას მიიღებენ, მაგრამ რასაც პორტუგალიელი თავკაცი საკუთარი კლუბებისთვის აკეთებს, არის დიდი გამარჯვება. საკუთარი კლუბების მიმართ, მისმა ერთგულებამ, მრავალი წლის განმავლობაში პატივისცემა და […]
ჩეხი | არ ვიცი სეზონის დასრულებას თუ შევძლებთ
“ჩელსის” ყოფილი კიპერი – პეტრ ჩეხი აღნიშნავს, რომ არ იცის ლონდონური კლუბი მიმდინარე სეზონის დასრულებას შეძლებს თუ არა. ჩეხის მტკიცებით “არისტოკრატები” რთულ პირობებში იმყოფებიან. რუსეთის ბარბაროსული ქმედებებისა და მეზობელ უკრაინაში ომის დაწყების გამო, ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუს მილიარდერ – რომან აბრამოვიჩის სანქციები დაუწესა. აღნიშნულიდან გამომდინარე “ჩელსის” მომავალი უცნობია. პრემიერლიგის გრანდს სპეციალური ნებართვა მიეცა, რათა ფეხბურთთან დაკავშირებული […]
ჩეხი ორ ადგილას პარალელურად იმუშავებს
პეტრ ჩეხმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ, ჰოკეიში თამაში გადაწყვიტა. ამის შესახებ უკვე მოგახსენეთ, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ჩეხი მეკარე, პარალელურად ლონდონის “ჩელსიში” მუშაობასაც გააგრძელებს. “ზოგმა გადაწყვიტა, რომ “ჩელსიდან” წამოვედი, მაგრამ ასე არ არის. ჰოკეი ჩემი ბავშვობის საყვარელი სანახაობაა, რომელშიც თამაშიც “ჩელსის” ტექნიკურ საკითხებში მრჩევლობას ხელს არ შეუშლის და ორ საქმიანობას ერთმანეთს […]
ლონდონის “ჩელსის” და “არსენალის” ლეგენდარული მეკარე, პეტრ ჩეხი ინგლისის პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ჩეხი მეკარე ინგლისური ფეხბურთის ელიტარული დივიზიონის იმ საუკეთესო მოთამაშეებს შორის მოხვდა, რომლებმაც ადგილი დიდების დარბაზში მოიპოვეს. პეტრ ჩეხი დიდების დარბაზის ისტორიაში მე-18 წევრი აღმოჩნდა. One of the finest goalkeepers to grace the #PL 🧤 A spot in the #PLHallOfFame is yours, @PetrCech! pic.twitter.com/Va0pR6sFwn — Premier […]
ჩეხმა ჰოკეიში საუკეთესოდ დაიწყო
ლონდონის “ჩელსიმ” კლუბის ლეგენდარულ მეკარეს და ამჟამად მრჩეველ პეტრ ჩეხს ჰოკეის ბრიტანულ, ნახევრადპროფესიონალურ კლუბ “გილდფორდ ფენიქსში” წარმატებული დებიუტი მიულოცა. ჩეხის გუნდმა მატჩი “სუიდონ უილდკოსტის” წინააღმდეგ 3:2 მოიგო, პრემიერლიგის გამოცდილი გოლკიპერი კი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, რომელიც გუნდს პენალტების სერიის მოგებაში დაეხმარა. “ჩეხს “გილდფორდის” მეორე გუნდში წარმატებული დებიუტი ჰქონდა, თანაც თავისი ბავშვობის საყვარელ სპორტში, რომელსაც სამშობლოში […]