სალაჰის პოტენციური შემცვლელი – ბრიტანული მედია ლივერპულს კვარაცხელიაზე დაკვირვებას ურჩევს
ბრიტანული მედია “ლივერპულში” მოჰამედ სალაჰის სამომავლო შემცვლელის შესახებ საუბრობს და უახლოესი წლების განმავლობაში, იურგენ კლოპს საქართველოს ნაკრების ლიდერ, ხვიჩა კვარაცხელიაზე დაკვირვებას ურჩევს. “სავარაუდოდ, 3 წლის შემდეგ მოჰამედ სალაჰი, რომელიც ახლა ხელფასის სახით 350 000 ფუნტს იღებს, კლუბს დატოვებს. მას კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისს ეწურება. ამ დროს ის 33 წლის გახდება და სავარაუდოა, რომ კლუბს […]
კაპელო: “არგენტინა მარადონას პერიოდში უფრო ძლიერი იყო”
კოპა ამერიკაზე კოლუმბიის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ, არგენტინის ნაკრებისადმი კრიტიკა არ წყდება. არგენტინის პრობლემებთან დაკავშირებით, ლეგენდარულმა მწრვრთნელმა, ფაბიო კაპელომაც ისაუბრა და მიზეზად გუნდის სისუსტე დაასახელა. “მარადონას პერიოდში, არგენტინა უფრო ძლიერი გუნდი იყო. მესი შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა მას თანაგუნდელები მხარს ვერ უბამენ. არგენტინას კარგი შემტევითი ხაზი ჰყავს, თუმცა ნახევარდაცვა და დაცვის ხაზი გრანდის დონეს არ შეესაბამება,” […]
კაპელო: ,,ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ტიკი-ტაკას დასასრულს ვხედავთ”
ყოფილმა იტალიელმა მწვრთნელა, ფაბიო კაპელომ, განაცხადა, რომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ტიკი-ტაკა დასრულდა: ,,ამ ტურნირზე ტიკი-ტაკას დასასრულს ვხედავთ. ესპანეთი ცხრუ ცხრიანს უნდა დაემშვიდობოს. ამ ფორმულამ, შესაძლოა, გარკვეულ მომენტებში იმუშაოს, მაგრამ ეს სრული სისტემა ვერ იქნება. ცენტრალური თავდამსხმელის ფიგურა ფუნდამენტურია. რაც შეეხება ბურთის ფლობას, როცა მას ტემპის მატება არ ახლავს თან, ეს არაპროდუქტიულია. გვარდიოლას ფეხბურთი, იმასთან შედარებით, […]
ფაბიო კაპელომ რონალდუ გააკრიტიკა
იტალიის სერია ა-ს უკანასკნელ ტურში ტურინის “იუვენტუსი” “მილანს” დაუპირისპირდა და პაულო დიბალას ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვა. მატჩის 55-ე წუთზე დიბალამ სწორედ კრიშტიანო რონალდუ შეცვალა , რასაც პორტუგალიელის მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით იტალიისა და ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ კომენტარი გააკეთა. “პირდაპირ გეტყვით, კრიშტიანუს საქციელი არ მომეწონა. მთელი მატჩის განმავლობაში პორტუგალიელი არაფერს […]
კაპელო: ,,რას ვეტყოდი კინს? ის მაინც ვერაფერს გაიგებდა”
იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, ტურინის ,,იუვენტუსის” თავდამსხმელზე, მოიზე კინზე ისაუბრა, რომელიც გუშინ, ,,რომასთან” მატჩში, მოედანზე შესვლიდან 40 წამში გააძევეს: ,,რას ვეტყოდი კინს? ის მაინც ვერაფერს გაიგებდა, ამიტომ მასთან საუბრით დროს დავკარგავდი. მან აშკარად დაკარგა თანაგუნდელების პატივისცემა. პირველ ყოვლისა, მატჩზე და გუნდზე უნდა ეფიქრა, მაგრამ მისმა საქციელმა ყველა დააზარალა. ალბათ, ამას ისიც აცნობიერებს. მსგავსი რამ არასდროს […]
კაპელომ ინგლისის ნაკრების შესაძლო მწვრთნელის ვინაობა დაასახელა
ფაბიო კაპელოს მტკიცებით, ფრენკ ლამპარდი აუცილებლად გახდება ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი. იტალიელი სპეციალისტი 4 წლის განმავლობაში წვრთნიდა ინგლისის ნაკრებს – სამი ლომის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში, კაპელოს ფრენკ ლამპარდთანაც მოუწია მუშაობა. Sky Sports-თან საუბარში, ფაბიო კაპელომ აღნიშნა, რომ ფრენკ ლამპარდს ყველა ის უნარი და შესაძლებლობა გააჩნია, რომ ერთ დღეს ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარი […]
ფაბიო კაპელომ მილანი – ნაპოლის მატჩზე პროგნოზი გააკეთა
ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ნაპოლისა” და “მილანს” შორის გასამართ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ორივე გუნდისთვის წარმატების მიღწევის შანსები თანაბარია. “ვიქტორ ოსიმენის არყოფნა გუნდებს შორის ბალანსს ასწორებს და მატჩს ყველა შესაძლო შედეგისთვის ღიას ხდის. ეს იგივეა, რაც ლეაოს თამაშის მნიშვნელობა “მილანისთვის”. ისინი ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი მოთამაშეები არიან. ნიგერიელის […]
ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა არჩევანი მესის და რონალდუს შორის გააკეთეს
მსოფლიოს მასშტაბით ვერავინ თანხმდება რომელია უკეთესი ფეხბურთელი, რონალდუ თუ მესი. ამ თემაზე კამათი ყოველთვის მიდის და საბოლოოდ ვერავინ თანხმდება. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ ცნობილი ფეხბურთელების და მწვრთნელების არჩევანს რონალდუს და მესის შორის. დიეგო მარადონა – მესი მარადონას, კრიშტიანუ ძალიან უყვარს, მაგრამ მისი პატრიოტიზმი არ აძლევს საშუალებას, რომ პორტუგალიელი აირჩიოს. – “არ მახსენდება, რომ მესის ცუდად ეთამაშოს. […]
კაპელო: ,,რეგრესი კვარაცხელიას თამაშში? სისულელეა!”
ყოფილმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, აზრს იმის შესახებ, რომ ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელიამ თამაშს მოუკლო, სისულელე უწოდა: ,,რეგრესი კვარაცხელიას თამაშში? სისულელეა! მისი გუნდი სულ მალე სკუდეტოს მოიგებს…” – განაცხადა კაპელომ. კვარაცხელიამ გოლი ბოლოს 19 მარტს, ,,ტორინოსთან” მატჩში გაიტანა, ამავე შეხვედრაში მიითვალა ბოლო საგოლე გადაცემაც. მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 36 შეხვედრაში 14 გოლი […]
კაპელო: რონალდოს წვეულებები გუნდში პრობლემებს ქმნიდა
მადრიდის “რეალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ფაბიო კაპელოს შეფასებით, საოცარი ნიჭის მიუხედავად, რონალდო მოედნის მიღმა გუნდს არაერთ პრობლემას უქმნიდა. რონალდო “რეალში” 2002-2007 წლებში თამაშობდა – იტალილი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, მან მადრიდულ გრანდში სულ რაღაც ნახევარი სეზონის განმავლობაში ითამაშა. ამის მიუხედავად, კაპელო არ მალავს, რომ საუკეთესო ფორვარდი, ვისთანაც მას უმუშავია, “ფენომენად” წოდებული ბრაზილიელია. თუმცა ამასთან ერთად, კაპელო მას […]
ლიონელ მესი – გენიოსის გაბრწყინება
უკვე მოძველებულ დებატებში, რომლებიც ფანების ტვიტებისა და თხის (G.O.A.T) “ემოჯებში” გამოიხატება, ლიონელ მესი ჯადოქრადაა შერაცხული, რომელიც ნიჭმა მწვერვალზე აიყვანა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუ მძიმე შრომის განსახიერებად იქცა. ორი მხარე ხატავს ორ განსაკუთრებულ, დიდებულ გზას თავიანთ არგუმენტებში, სადაც ტალანტი და მძიმე შრომა ექსკლუზიურია და ერთმანეთის გზებს არ კვეთს. როდესაც ეს “დიაგნოზი” თითქოს უსამართლოდ გვეჩვენება ორივე ფეხბურთელის მიმართ, […]
პირლო, დელ პიერო და კაპელო: იუვენტუსის ლეგენდებმა რონალდუ მწვავედ გააკრიტიკეს
ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ მეორე სეზონში, მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. იტალიურმა გრანდმა, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გამოსვლა “პორტუსთან” ორი მატჩის ჯამში ნათამაშები ფრეს – 4:4 შემდეგ და სტუმრად გაშვებული მეტი გოლის გამო, დაასრულა. მტკივნეული შეხვედრის დასრულების შემდეგ, “ბებერი ქალბატონის” ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს მისამართით კრიტიკა, კლუბის ლეგენდარულმა მწვრთნელმა და კაპიტანმა, შესაბამისად ფაბიო კაპელომ და ალესანდრო […]