პირლო, დელ პიერო და კაპელო: იუვენტუსის ლეგენდებმა რონალდუ მწვავედ გააკრიტიკეს
ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ მეორე სეზონში, მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. იტალიურმა გრანდმა, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გამოსვლა “პორტუსთან” ორი მატჩის ჯამში ნათამაშები ფრეს – 4:4 შემდეგ და სტუმრად გაშვებული მეტი გოლის გამო, დაასრულა. მტკივნეული შეხვედრის დასრულების შემდეგ, “ბებერი ქალბატონის” ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს მისამართით კრიტიკა, კლუბის ლეგენდარულმა მწვრთნელმა და კაპიტანმა, შესაბამისად ფაბიო კაპელომ და ალესანდრო […]
კაპელომ სერია ა-ს ახალი სეზონის მთავარი ფავორიტი დაასახელა
იტალიელი სპეციალისტი, ფაბიო კაპელო სერია ა-ს ახალი სეზონის მთავარ ფავორიტად ტურინის ,,იუვენტუსს” მიიჩნევს. ,,ამ სეზონში მწვრთნელების ჩემპიონატი იქნება. ძლიერი შემადგენლობა გვყავს: მოურინიო, ალეგრი, სპალეტი, სარი. მოურინიოს ხასიათი ,,რომას” შეეფერება, მაგრამ პრობლემებიც ბევრია, ჯეკოს წასვლას არ ველოდი, ის გუნდისთვის მხოლოდ ცენტრალური თავდამსხმელი არ ყოფილა. ,,ინტერის” ტრანსფერების შემდეგ, საჩემპიონო რბოლაში ,,იუვენტუსი” დაწინაურდა. ალეგრისგან ბევრს ელიან, თუმცა ძველი […]
კაპელო: ,,რონალდუმ გაანალიზა, რომ დღეს იუვეს საერთაშორისო დონეზე საბრძოლველად ძალა არ აქვს”
იტალიელმა სპეციალისტმა, ფაბიო კაპელომ, კრიშტიანუ რონალდუს ,,მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე ისაუბრა: ,,ვფიქრობ, რონალდუმ ,,იუვენტუსის” ამჟამინდელი მდგომარეობა შეაფასა. ჩემი ვარაუდით, მან გაანალიზა, რომ დღეს ტურინელებს საერთაშორისო დონეზე საბრძოლველად ძალა არ აქვთ. ,,იუვეს” ჩემპიონთა ლიგაზე სამწლიანი წარუმატებელი სერია ჰქონდა, ალბათ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან წასვლა. მე ჩემპიონებს ყოველთვის ვცემდი პატივს. ვფიქრობ, რომ დიდი ფეხბურთელები გუნდებს გამარჯვებაში ეხმარებიან, მაგრამ, […]
კაპელო: “ფეხბურთში სამი გენიოსია, მაგრამ მათ შორის რონალდუ არაა”
ფაბიო კაპელომ საინტერესო განცხადება გააკეთა.
ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის და იმ ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა, რომლებიც მისი გაკეთებისგან თავს იკავებენ. 75 წლის სპეციალისტის აზრით, პრობლემის მოგვარების მიზნით, იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ვაქცინაციის კურსის ჩატარებაზე უარს აცხადებენ, ანაზღაურება უნდ შეუმცირდეთ. იტალიის მთავრობამ მიიღო რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, 10 იანვრის შემდეგ, ყველა, ვისაც ქვეყნის ტერიტორიაზე გუნდურ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა სურს, აუცილებლად ვაქცინირებული […]
ფაბიო კაპელომ რობერტო კარლოსის ტრანსფერის დეტალებზე ისაუბრა
“მადრიდის რეალისა” და იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, რობერტო კარლოსის მადრიდში ტრანსფერის დეტალები გაიხსენა. “1996 წელს “რეალის” ხელმძღვანელობა შემომთავაზეს და ამით ძალიან ბედნიერი ვიყავი. მადრიდში ჩასვლიდან მეორე დღეს, მე საფეხბურთო აგენტმა, ჯოვანი ბრანკინიმ დამირეკა და მითხრა: “ფაბიო, ინტერი რობერტო კარლოსს ყიდის!” სიმართლე გითხრათ, თავიდან არც დავუჯერე დავუთხარი, რომ იმ დღესვე გამოეგზავნათ ფაქსი, სადაც […]
სალაჰის პოტენციური შემცვლელი – ბრიტანული მედია ლივერპულს კვარაცხელიაზე დაკვირვებას ურჩევს
ბრიტანული მედია “ლივერპულში” მოჰამედ სალაჰის სამომავლო შემცვლელის შესახებ საუბრობს და უახლოესი წლების განმავლობაში, იურგენ კლოპს საქართველოს ნაკრების ლიდერ, ხვიჩა კვარაცხელიაზე დაკვირვებას ურჩევს. “სავარაუდოდ, 3 წლის შემდეგ მოჰამედ სალაჰი, რომელიც ახლა ხელფასის სახით 350 000 ფუნტს იღებს, კლუბს დატოვებს. მას კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისს ეწურება. ამ დროს ის 33 წლის გახდება და სავარაუდოა, რომ კლუბს […]
კაპელო: “არგენტინა მარადონას პერიოდში უფრო ძლიერი იყო”
კოპა ამერიკაზე კოლუმბიის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ, არგენტინის ნაკრებისადმი კრიტიკა არ წყდება. არგენტინის პრობლემებთან დაკავშირებით, ლეგენდარულმა მწრვრთნელმა, ფაბიო კაპელომაც ისაუბრა და მიზეზად გუნდის სისუსტე დაასახელა. “მარადონას პერიოდში, არგენტინა უფრო ძლიერი გუნდი იყო. მესი შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა მას თანაგუნდელები მხარს ვერ უბამენ. არგენტინას კარგი შემტევითი ხაზი ჰყავს, თუმცა ნახევარდაცვა და დაცვის ხაზი გრანდის დონეს არ შეესაბამება,” […]
კაპელო: ,,ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ტიკი-ტაკას დასასრულს ვხედავთ”
ყოფილმა იტალიელმა მწვრთნელა, ფაბიო კაპელომ, განაცხადა, რომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ტიკი-ტაკა დასრულდა: ,,ამ ტურნირზე ტიკი-ტაკას დასასრულს ვხედავთ. ესპანეთი ცხრუ ცხრიანს უნდა დაემშვიდობოს. ამ ფორმულამ, შესაძლოა, გარკვეულ მომენტებში იმუშაოს, მაგრამ ეს სრული სისტემა ვერ იქნება. ცენტრალური თავდამსხმელის ფიგურა ფუნდამენტურია. რაც შეეხება ბურთის ფლობას, როცა მას ტემპის მატება არ ახლავს თან, ეს არაპროდუქტიულია. გვარდიოლას ფეხბურთი, იმასთან შედარებით, […]
ფაბიო კაპელომ რონალდუ გააკრიტიკა
იტალიის სერია ა-ს უკანასკნელ ტურში ტურინის “იუვენტუსი” “მილანს” დაუპირისპირდა და პაულო დიბალას ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვა. მატჩის 55-ე წუთზე დიბალამ სწორედ კრიშტიანო რონალდუ შეცვალა , რასაც პორტუგალიელის მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით იტალიისა და ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ კომენტარი გააკეთა. “პირდაპირ გეტყვით, კრიშტიანუს საქციელი არ მომეწონა. მთელი მატჩის განმავლობაში პორტუგალიელი არაფერს […]
კაპელო: ,,რას ვეტყოდი კინს? ის მაინც ვერაფერს გაიგებდა”
იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, ტურინის ,,იუვენტუსის” თავდამსხმელზე, მოიზე კინზე ისაუბრა, რომელიც გუშინ, ,,რომასთან” მატჩში, მოედანზე შესვლიდან 40 წამში გააძევეს: ,,რას ვეტყოდი კინს? ის მაინც ვერაფერს გაიგებდა, ამიტომ მასთან საუბრით დროს დავკარგავდი. მან აშკარად დაკარგა თანაგუნდელების პატივისცემა. პირველ ყოვლისა, მატჩზე და გუნდზე უნდა ეფიქრა, მაგრამ მისმა საქციელმა ყველა დააზარალა. ალბათ, ამას ისიც აცნობიერებს. მსგავსი რამ არასდროს […]
კაპელომ ინგლისის ნაკრების შესაძლო მწვრთნელის ვინაობა დაასახელა
ფაბიო კაპელოს მტკიცებით, ფრენკ ლამპარდი აუცილებლად გახდება ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი. იტალიელი სპეციალისტი 4 წლის განმავლობაში წვრთნიდა ინგლისის ნაკრებს – სამი ლომის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში, კაპელოს ფრენკ ლამპარდთანაც მოუწია მუშაობა. Sky Sports-თან საუბარში, ფაბიო კაპელომ აღნიშნა, რომ ფრენკ ლამპარდს ყველა ის უნარი და შესაძლებლობა გააჩნია, რომ ერთ დღეს ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარი […]