კვიპროსი – საქართველო: მატჩის მსაჯთა ვინაობა ცნობილია
ივნისი 17, 2023
0
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის ეგიდით, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები კვიპროსის ეროვნულ გუნდს სტუმრად, ლარნაკაში, “აეკის” სტადიონზე დაუპირისპირდება. საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების შეხვედრას პორტუგალიელ მსაჯთა ბრიგადა ფაბიო ვერისიმოს ხელმძღვანელობით მოემსახურება. ლეირიაში დაბადებული 40 წლის არბიტრი ფიფას კატეგორიის რეფერის სტატუსს 2015 წლიდან ატარებს, ხოლო პორტუგალიის რანგით ყველაზე მაღალი დივიზიონის მატჩებს 2014 წლის შემდეგ მსაჯობს. […]