იგუაინის აგენტი ტურინშია – პიპიტა იუვენტუსს ემშვიდეობება
“იუვენტუსის” თავდამსხმელის გონსალო იგუაინის აგენტი იტალიაში ტურინულ კლუბთან კონტრაქტის შეწყვეტის მიზნით ჩავიდა. ამის შესახებ იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ Twitter-ში დაწერა. ცნობილია, რომ ფეხბურთელმა შეთავაზება მიიღო მაიამის “ინტერისგან”, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ გაასაჯაროებს, რაც “ბებერ ქალბატონს” ოფიციალურად დატოვებს. ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბმა და ფეხბურთელმა მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის […]
ინგლისური კლუბები ბელინგემისთვის ბრძოლაში ებმებიან
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ლივერპულის” მთავარი სატრანსფერო სამიზნე ჯუდ ბელინგემი იქნება. ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ინგლისელი ფეხბურთელის მერსისაიდულ კლუბში ამ სატრანსფერო ფანჯარაზე გადასვლა შეუძლებელი იყო. თუმცა, ზაფხულში ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდება. ფაბრიციომ საკუთარ Youtube არხზე ბელინგემის მომავალზე ისაუბრა: “ლივერპულისთვის” ბელინგჰემის შეძენა ამ ზაფხულს შეუძლებელი იყო, რადგან მაისის ბოლოს, “ბორუსიას” თავკაცებმა მკაფიოდ თქვეს, რომ მის გაყიდვას არ […]
“ტოტენჰემის” წარმომადგენლებსა და იულიან ნაგელსმანს შორის გამართული მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა – ნაგელსმანი “სპურსის” მომავალი მთავარი მწვრთნელი არ გახდება! აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. იტალიელი ჟურნალისტის მტკიცებით, “სპურსი” და ნაგელსმანი კონკრეტულ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ. ერთ-ერთ სადავო თემას, ახალი სპორტული დირექტორის საკითხი წარმოადგენდა, რომელზეც პრემიერ ლიგის კლუბსა და ნაგელსმანს განსხვავებული შეხედულება გააჩნდათ და განსხვავებული […]
ობამეიანგმა არსენალი დატოვა – ბარსელონა ტრანსფერის გაოფიციალურების ზღვარზეა
პიერ-ემერიკ ობამეიანგმა “არსენალი დატოვა. ლონდონური კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ობამეიანგმა “არსენალი” ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა. “მეთოფეებმა” ობამეიანგს მადლობა გადაუხადეს და წარმატება უსურვეს – ლონდონური კლუბის მაისურით ჩატარებულ 163 შეხვედრაში, გაბონელმა შემტევმა 92 გოლის გატანა შეძლო, თუმცა დისციპლინარული სასჯელი გამო, ობამეიანგს გასული წლის დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია. “ტიტულების მოპოვების შანსი და ამ კლუბის კაპიტნის […]
სადიო მანე მიუნხენშია – სენეგალელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის
სენეგალის ნაკრების სუპერვარსკვლავი, სადიო მანე მიუნხენში იმყოფება და მალე “ბაიერნის” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. ამის შესახებ ინფორმაცია Sky Sports-მა და ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გამოაქვეყნეს. ასევე, გასაჯაროვდა ვიდეო თვითმფრინავიდან და ფოტო მიუნხენის ქუჩებიდან. 30 წლის შემტევი მალე სამედიცინო შემომწებას გაივლის და 22 ივნისს “რეკორდმაისტერს” შეუერთდება. “ლივერპულში” გატარებულ 6 წელიწადში სადიო მანემ 269 შეხვედრა ჩაატარა, 120 გოლი გაიტანა, 48 […]
ფაბრიციო რომანო – დემბელე ბარსელონას ტოვებს
ოსმან დემბელე “ბარსელონას” 31 იანვრამდე დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. იტალიელი ჟურნალისტის მტკიცებით, ფრანგი ფორვარდი კატალონიურ გრანდს უახლოეს დღეებში დატოვებს. ფაბრიციო რომანო “ბლაუგრანას” დირექტორის – მატეუ ალემანის სიტყვებს ციტირებს. ალემანის მტკიცებით, დემბელე კატალონიურ გრანდში საკუთარ მომავალს ვერ ხედავს. “ნათელია, რომ ოსმან დემბელეს “ბარსელონას” დატოვება სურს. დემბელე “ბარსელონაში” საკუთარ თავს ვერ ხედავს […]
ფაბრიციო რომანო : “ის მაგიურია”
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში “ნაპოლიმ” სტუმრად “აინტრახტი” 0:2 დაამარცხა და მეოთხედფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ამ მატჩში ერთი საგოლე გადაცემაა, თანაც ულამაზესი – ქუსლით. ამ ფაქტს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო გამოეხმაურა: “… კვარაცხელიას მეცამეტე საგოლე გადაცემა სეზონში. ის მაგიურია, და ეს მისი მხოლოდ პირველი ევროპული სეზონია”
ფაბრიციო რომანო | ზიდანი რეალს დატოვებს
ზინედინ ზიდანი მადრიდის “რეალს” ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას, მსოფლიო ფეხბურთის მიმომხილველი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წლევანდელი სეზონი “სამეფო კლუბისათვის” წარუმატებელი გამოდგა – ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად გამართულ ბრძოლაში, “რეალი” “ატლეტიკოსთან” დამარცხა. “კოპა დელ რეის” გამარჯვებული “ბარსელონა” გახდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდული გრანდი “ჩელსისთან” დამარცხდა. 2017 წელს, ზიდანის მეთაურობით “რეალი” ლა ლიგის გამარჯვებული გახდა. ზიდანის სახელს […]
ფაბრიციო რომანო | მინო რაიოლა ცოცხალია
მინო რაიოლას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი – ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ მინო რაიოლა ცოცხალია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, იგი პირადად ესაუბრა იტალიელი აგენტის ექიმს, რომელმაც დაადასტურა, რომ რაიოლა ცოცხალია. დოქტორი ალბერტო ზანგრილო აღშფოთებულია იმ გარემოებით, რომ ადამიანის მდგომარეობით, რომელიც სიცოცხლისათვის იბრძვის, […]
ფაბრიციო რომანო | ჩემპიონთა ლიგის ფინალს პარიზი უმასპინძლებს
25 თებერვალს, თბილისის დროით 13:00 საათზე, UEFA-ს საგანგებო სხდომა დაიწყო. ცნობილი სპორტული ჟურნალისტები – ფაბრიციო რომანო და რობ ჰარისი აღნიშნავენ, რომ UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების ფინალის მასპინძლობის უფლება სანქტ-პეტერბურგს ჩამოართვა. ჰარისისა და რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის ფინალი პარიზში ჩატარდება. Champions League final will be moved from St Petersburg to Paris, as @RobHarris […]
ფაბრიციო რომანო განმარტავს, თუ რატომ არ უნდათ ფეხბურთელებს “ლივერპულში” გადასვლა
ცნობილმა საფეხბურთო ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ განმარტა, თუ რატომ არ სურთ მისი აზრით ახლა ფეხბურთელებს “ლივერპულში” გადასვლა. პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბია და მის შემადგენლობაში თამაშზე არაერთი ფეხბურთელი ოცნებობს. ფაბრიციო რომანომ ლოგიკურად ახსნა საკუთარი თვალსაზრისი, თუ რატომ ერიდებიან მოთამაშეები “ლივერპულში” გადასვლას 2021 წელს. მიმდინარე სეზონში “ლივერპულს” ძალიან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე მოუგროვდა, ტრავმირებულები […]
ფაბრიციო რომანო: “ის, ვინც ხვიჩას გაიფორმებს, მიიღებს ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტს”
ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ფაბრიციოს Twitch-ის პირდაპირ ეთერში ერთ-ერთმა მომხმარებელმა 20 წლის ქართველის შესახებ ჰკითხა, რაზეც მისი პასუხი ასეთი იყო. “3 თვის წინ შევხვდი ერთ ადამიანს, რომელმაც მითხრა: “ფაბრიციო, შეხედე ხვიჩას”. ვნახე მისი თამაში და შემიძლია ვთქვა, რომ კლუბი, რომელიც კვარაცხელიას დაიმატებს, მიიღებს ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტს. მან […]