ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის – ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 19 წლის ინგლისელმა ვუნდერკინდმა – ჯუდ ბელინგემმა, მადრიდის “რეალთან” კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და შემდეგი სეზონიდან იგი “სამეფო კლუბში” ითამაშებს. იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, “დორტმუნდმა” და “რეალმა” 19 წლის ინგლისელის შესახებ არაერთი შეხვედრა გამართეს, საბოლოოდ კი კონტრაქტის ახალ დეტალებზე შეთანხმდნენ და ბელინგემიც მზად არის, რომ კარიერა მადრიდულ გრანდში გააგრძელოს. […]
ფაბრიციო რომანო | ზიდანი რეალს დატოვებს
ზინედინ ზიდანი მადრიდის “რეალს” ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას, მსოფლიო ფეხბურთის მიმომხილველი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წლევანდელი სეზონი “სამეფო კლუბისათვის” წარუმატებელი გამოდგა – ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად გამართულ ბრძოლაში, “რეალი” “ატლეტიკოსთან” დამარცხა. “კოპა დელ რეის” გამარჯვებული “ბარსელონა” გახდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდული გრანდი “ჩელსისთან” დამარცხდა. 2017 წელს, ზიდანის მეთაურობით “რეალი” ლა ლიგის გამარჯვებული გახდა. ზიდანის სახელს […]
60 მილიონი კაზემიროს სანაცვლოდ – იუნაიტედი ვარსკვლავის შეძენის ზღვარზეა!
ევროპულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და მადრიდის “რეალს” შორის, კაზემიროს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება შედგა. სხვადასხვა ავტორიტეტული წყაროს მტკიცებით, “წითელი ეშმაკები” კაზემიროს სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდიან, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით, შესაძლოა 10 მილიონი დაემატოს. ევროპული ფეხბურთის ორ გრანდს შორის შემდგარი შეთანხმების შემდეგ, ტრანსფერის გასაოფიციალურებლად მცირედი დეტალებია დარჩენილი. ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ კაზემიროს […]
“ტოტენჰემის” წარმომადგენლებსა და იულიან ნაგელსმანს შორის გამართული მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა – ნაგელსმანი “სპურსის” მომავალი მთავარი მწვრთნელი არ გახდება! აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. იტალიელი ჟურნალისტის მტკიცებით, “სპურსი” და ნაგელსმანი კონკრეტულ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ. ერთ-ერთ სადავო თემას, ახალი სპორტული დირექტორის საკითხი წარმოადგენდა, რომელზეც პრემიერ ლიგის კლუბსა და ნაგელსმანს განსხვავებული შეხედულება გააჩნდათ და განსხვავებული […]
ფაბრიციო რომანო: “ის, ვინც ხვიჩას გაიფორმებს, მიიღებს ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტს”
ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ფაბრიციოს Twitch-ის პირდაპირ ეთერში ერთ-ერთმა მომხმარებელმა 20 წლის ქართველის შესახებ ჰკითხა, რაზეც მისი პასუხი ასეთი იყო. “3 თვის წინ შევხვდი ერთ ადამიანს, რომელმაც მითხრა: “ფაბრიციო, შეხედე ხვიჩას”. ვნახე მისი თამაში და შემიძლია ვთქვა, რომ კლუბი, რომელიც კვარაცხელიას დაიმატებს, მიიღებს ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტს. მან […]
ინგლისური კლუბები ბელინგემისთვის ბრძოლაში ებმებიან
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ლივერპულის” მთავარი სატრანსფერო სამიზნე ჯუდ ბელინგემი იქნება. ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ინგლისელი ფეხბურთელის მერსისაიდულ კლუბში ამ სატრანსფერო ფანჯარაზე გადასვლა შეუძლებელი იყო. თუმცა, ზაფხულში ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდება. ფაბრიციომ საკუთარ Youtube არხზე ბელინგემის მომავალზე ისაუბრა: “ლივერპულისთვის” ბელინგჰემის შეძენა ამ ზაფხულს შეუძლებელი იყო, რადგან მაისის ბოლოს, “ბორუსიას” თავკაცებმა მკაფიოდ თქვეს, რომ მის გაყიდვას არ […]
“კოვაჩიჩი მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია” – ფაბრიციო რომანო
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტიმ” მატეო კოვაჩიჩის ტრანსფერი განახორციელა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. რომანოს მტკიცებით, “სიტისა” და “ჩელსის” შორის შეთანხმება ოფიციალურად შედგა, რის შემდეგაც 30 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ, კოვაჩიჩის ტრანსფერი განხორციელდა. ცნობილია, რომ “სიტი” გარანტირებულად 25 მილიონს გადაიხდის, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი ფუნტი დაემატება. ხორვატ […]
ფაბრიციო რომანო: შეთანხმება მიღწეულია – მესი პსჟ-ს ფეხბურთელია
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო Twitter-ის პირად გვერდზე ადასტურებს, რომ ლიონელ მესი უკვე პსჟ-ს ფეხბურთელია. მისი თქმით მხარეები უკვე შეთანმხდნენ ორწლიანი კონტრაქტის გაოფმრებაზე. “ლიონელ მესი უერთდება “პსჟ-ს” … აი ჩვენ უკვე აქ ვართ! შეთანხმება საბოლოოდ შედგა – მხარეები ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომელიც შესაძლოა 2024 წლის ივნისამდე გაგრძელდეს. ხელფასი ყოველწლიურად შეადგენს დაახლოებით 35 მილიონ ევროს. მესიმ ნამდვილად […]
“იანვარში არავის შევიძენთ” – კარლო ანჩელოტი
მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აღნიშნავს, რომ სამეფო კლუბს იანვარში ტრანსფერის განხორციელება არ ესაჭიროება. “იანვარში ტრანსფერის განხორციელება არ გვჭირდება – ამ მხრივ ჩვენი აქტივობა არ იგეგმება. ვნახოთ, შესაძლოა ზოგიერთმა ფეხბურთელმა დაგვტოვოს. ჩვენ ენდრიკი შევიძინეთ, რომელიც უდიდესი ტალანტია. მას გასულ წელს შევხვდი და ვისაუბრეთ. ენდრიკი 2024 წელს შემოგვიერთდება. ჩვენ ძალიან გვიხარია და აღფრთოვანებული ვართ”, – […]
სპორტული მედია საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ახალ დეტალებს აქვეყნებს. როგორც ჩანს, “ღამურებისთვის” ფინანსური სარგებელის მიღება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კლუბი მზადაა მამარდაშვილს 20-30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს. ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი – ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ “ბაიერნი” გიორგი მამარდაშვილთან კონკრეტული მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავს. “მიუნხენის “ბაიერნი” გიორგი მამარდაშვილთან კონკრეტული […]
ფაბრიციო რომანო – დემბელე ბარსელონას ტოვებს
ოსმან დემბელე “ბარსელონას” 31 იანვრამდე დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. იტალიელი ჟურნალისტის მტკიცებით, ფრანგი ფორვარდი კატალონიურ გრანდს უახლოეს დღეებში დატოვებს. ფაბრიციო რომანო “ბლაუგრანას” დირექტორის – მატეუ ალემანის სიტყვებს ციტირებს. ალემანის მტკიცებით, დემბელე კატალონიურ გრანდში საკუთარ მომავალს ვერ ხედავს. “ნათელია, რომ ოსმან დემბელეს “ბარსელონას” დატოვება სურს. დემბელე “ბარსელონაში” საკუთარ თავს ვერ ხედავს […]
“ნერვიულობისგან ვკანკალებდი” – მაკალისტერი მესისთან შეხვედრაზე
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორად არგენტინის საფეხბურთო ნაკრები მოგვევლინა. გასაკვირი არაა, რომ არგენტინის გამარჯვებაში ლომის წილი ლეო მესიმ დაიდო. პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავის პარალელურად, არგენტინელთა შემადგენლობაში ალექსის მაკალისტერმაც შეძლო თავის გამოჩენა, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა. ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი – ფაბრიციო რომანო, ალექსის მაკალისტერის სიტყვებს ციტირებს, რომელიც არგენტინელმა ლეო მესის შესახებ საუბრისას […]