მაშინ, როცა მთელი ინგლისი მათ ნაკრებს გულშემატკივრობს და მათგან ჩემპიონობას ელის, პადი პიმბლეტმა განაცხადა, რომ ის მსოფლიოზე ინგლისს არ გულშემატკივრობს. როგორც მოგეხსენებათ, ინგლისელი მებრძოლი “ლივერპულის” დიდი გულშემატკივარია და როგორც ის ამბობს, “სქაუზერებს” საერთაშორისო ტურნირები არ ადარდებთ. ნამდვილი “სქაუზერები” საერთაშორისო ფეხბურთს საერთოდ არ ვადევნებთ თვალს. ჩვენ ვერ ვხვდებით, რატომ უნდა დავდგეთ ხელჩაკიდებული ხვა გუნდის გულშემატკივართან ერთად. […]