პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, უნგრეთთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე უეფას ოფიციალური სპონსორის – კოკა-კოლის ბოთლების დანახვისას უკმაყოფილება ვერ დამალა. პორტუგალიელმა კოკა-კოლის ბოთლები მაგიდიდან გადადგა, მხოლოდ წყლის ბოთლი დატოვა და თქვა: ,,დალიეთ წყალი”. The Guardian-ის ინფორმაციით, კრიშტიანუს ამ ჟესტის შემდეგ, გამაგრილებელი სასმლის კომპანიის აქციების ფასი 4 მილიარდი დოლარით – 242 მილიარდიდან 238 მილიარდამდე შემცირდა. კოკა-კოლამ […]