“ერთი წლის განმავლობაში ის ტკვილი თან დაგვყვებოდა” – პეპ გვარდიოლა
პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაზე “რეალი” 4:0 გაანადგურა და “მანჩესტერ სიტისთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეორედ გავიდა. აღსანიშნავია, რომ პეპისთვის ეს გამარჯვება ევროპაში მე-100 იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გვარდიოლამ ტრადიციულად ჟურნალისტებთან ისაუბრა. “სახლში თავს ბევრად კომფორტულად ვგრძნობთ. ერთი წლის განმავლობაში ის ტკვილი თან დაგვყვებოდა. ვფიქრობ, დღევალნდელი საღამოს შემდეგ დაგვავიწყდება ის რაც გასულ სეზონში მოხდა. ეს ჩვენთვის […]
“ეს არ იყო ვირუსი, საფრანგეთის ნაკრები აშკარად განზრახ მოწამლეს” – პირს მორგანი
რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა დაადასტურა, რომ კინგსლი კომანს აქლემის ვირუსი დაუდგინდა. დეშამმა ასევე აღნიშნა, რომ კომანი მესამე ფეხბურთელია დაიო უპამეკანოსა და ადრიან რაბიოს შემდეგ, რომელსაც ეს ვირუსი მუნდიალის მიმდინარეობისას გამოუვლინდა. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელებმა ფინალამდე გამოჯანმრთელება მოასწრეს და შეხვედრაში მონაწილეობაც მიიღეს. ბრიტანლეი ჟურნალისტი პირს მორგანი კი, ამბობს, რომ ფრანგები განხზრახ მოწამლეს. […]
“ეს არ უნდა დავუშვათ” – გიუნდოგანი მაკედონიასთან დამარცხების შემდეგ
2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, მესამე ტურის მატჩებში დიდი სენსაცია დაფიქსირდა. გერმანიის ეროვნული ნაკრები შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:2 დამარცხდა. გერმანიის ნაკრები 2001 წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველად დამარცხდა. ისინი ბოლოს 2001 წელს, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ 5:1 დამარცხდნენ. გერმანიის ნაკრების მხრიდან ერთადერთი გატანილი გოლის ავტორმა – ილქაი გიუნდოგანმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ეს […]
“ეს არასდროს მოხდება” – ოლივერ კანმა მიულერის მომავალზე ისაუბრა
მიუნხენის “ბაიერნისა” და ზოგადად გერმანული ფეხბურთის ლეგენდა თომას მიულერი უფრო და უფრო ნაკლებ დროს იღებს მოედანზე. 33 წლის შემტევს ყველა ტურნირზე მხოლოდ 37 შეხვედრა აქვს ჩატარებული. თომასმა მიმდინარე სეზონში სულ რაღაც 7 გოლის გატანა შეძლო. მედიაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ მიულერის მომავალი “რეკორდმაისტერში” ბუნდოვანია. გერმანელ ჟურნალისტებზე დაყრდნობით, თომასი ახლო მომავალში “ბაიერნს” დატოვებს. სწორედ ამ […]
“ეს არაჩვეულებრივი საღამო იყო” – ტენ ჰაგმა ფერგიუსონთან გატარებულ ვახშამზე ისაუბრა
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ერიკ ტენ ჰაგი და სერ ალექს ფერგიუსონი ერთად ვახშმობენ. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ამ საღამოზე კომენტარი Sky Sports-თან გააკეთა: “ყოველთვის მსიამოვნებს იმ ხალხთან საუბარი ვისაც ბევრი ცოდნა და დიდი გამოცდილება აქვს. მას ამის გაზიარება უნდა. ის გრძნობს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” მისი კლუბია, ძალიან უნდა, რომ კარგად ვიასპარეზოთ. ეს არაჩვეულებრივი საღამო იყო. ვიმედოვნებ […]
“ეს ნამდვილად მესის და რონალდუს დონეა” – ბერნარდუ სილვა ჰოლანდზე
დღეს “მანჩესტერ სიტის” “არსენალის” წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ელის. “ქალაქელებისა” და “მეთოფეების” დაპირისპირება 23:00 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში “სიტი” პირველადგილოსან “არსენალთან” სხვაობას საკმაოდ შეამცირებს. ამჟამად, არტეტასა და გვარდიოლას გუნდებს შორის სხვაობა 5 ქულაა. ბუნებრივია, რომ ასეთ შეხვედრაში ერლინგ ჰოლანდს უდიდესი როლი ენიჭება. ნორვეგიელი ფორვარდის გვარდიოლას გუნდში მნიშვნელოვანი ფიგურაა და სწორედ ამაზე ისაუბრა მისმა თანაგუნდელმა ბერნარდო […]
“ეს ორი მოთამაშე მხოლოდ რეალში შეძლებს თამაშს” – ხავიერ ტებასი
ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ მბაპესა და ჰოლანდს მხოლოდ რეალში შუძლიათ თამაში. ესპანურ სატელევიზიო გადაცემა “El Chiringuito-ში” სტუმრობისას ტებასმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან სურს ლა ლიგაში სუპერვარსკვავებმა ითამაშონ, ამის შესაძლებლობა მხოლოდ “რეალს” აქვს. ერლინგ ჰოლანდს კონტრაქტში საინტერესო პუნქტი აქვს, რომლის მიხედვითაც მას პრემიერ ლიგის კლუბში გადასვლა არ შეუძლია. დაახლოებით მსგავსი შემთხვევაა […]
“ეს შეცდომა არ იყო” – გულიტმა ზიეჩის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
როგორც მოგეხსენებათ, ჰაკიმ ზიეჩის ტრანსფერი “პსჟ-ში” ჩაიშალა, რისი მიზეზიც “ჩელსის” მიერ არასწორი საბუთების გაგზავნა იყო. ამ საქმეში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ლონდონურმა კლუბმა არასწორი საბუთები სამჯერ გააგზავნა. ლეგენდარული ნიდერლანდელი ფეხბურთელის რუდ გულიტის თქმით, შეცდომას ადგილი არ ჰქონია და “ჩელსიმ” ეს ყველაფერი განზრახ გააკეთა: “ეს შეცდომა არ იყო. შეუძლებელია ეს შემთხვევით მომხდარიყო. გასაგებია ერთხელ, მაგრამ […]
“ეს ჩემი პრობლემა არ არის” – კლოპი ესპანელი ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა
“ლივერპულთან მოგებული მატჩის შემდეგ, “რეალის” ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა მადრიდელებთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე ისაუბრა. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე “ლივერპულის” თავკაცს იურგენ კლოპს ჰკითხეს, რა აზრის იყო მოდრიჩის კონტრაქტზე. ამ ყველაფერმა გერმანელი სპეციალისტი გააღიზიანა და ჟურნალისტს უხეშად მიმართა. “ღმერთო ჩემო, როგორც ჩანს, თქვენ აქ ჩემი პრობლემების მოსასმენად არ მოსულხართ. მოდრიჩის საკითხი ჩემი პრობლემა არ არის. ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელია […]
“ეს ჩემპიონატი მალე TOP 5 ლიგაში იქნება” – კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის ჩემპიონატზე
კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ საუდის არაბეთის ლიგა საკმაოდ მაღალ დონეზე დგას და მალე ის TOP 5 ლიგაშიც იქნება. “ჩვენ ბევრად უკეთესები ვართ. საუდის არაბეთის ლიგა უმჯობესდება და მომავალი წელი კიდევ უკეთესი იქნება. ვფიქრობ, ნაბიჯ-ნაბიჯ ეს ლიგა მსოფლიოს ხუთეულში მალე იქნება. მაგრამ, ამისთვის დრო, კარგი მოთამაშეები და მაღალი დონის ინფრასტრუქტურა არის საჭირო. მე მჯერა, რომ ამ […]
“ეს ჩემს კარიერაში ყველაზე საშინელი დღე იყო” – იოზუა კიმიხი
“ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა იოზუა კიმიხმა, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა: “ეს ჩემს კარიერაში ყველაზე საშინელი დღე იყო. თავი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავიგდეთ. ეს წარუმატებლობა მაფიქრებინებს, რომ ყველაფერი ჩემთანაა კავშირში. მე ნაკრებს 2016 წელს შემოვუერთდი და არ მინდა, რომ წარუმატებლობასთან ვასოცირდებოდე.” საინტერესო იყო გუნდის მთავარი მწვრთნელის ჰანსი ფლიკის კომენტარი, რომელმაც […]
“ვალენსიას წინააღმდეგ, რეალმა ყურადღება არ უნდა მოადუნოს” – რუბენ ბარახა
რუბენ ბარახა, “ვალენსიის” ყოფილი მოთამაშე, ესპანეთის სუპერ თასის პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მადრიდელებმა “ვალენსიას” წინააღმდეგ, ყურადღება არ უნდა მოადუნონ. “მსგავსი მატჩები კარგია იმისათვის, რომ გუნდებს შორის სხვაობა აღმოიფხვრას. იმისათვის, რომ “ვალენსიამ” შეძლოს მადრიდის დამარცხება, გუნდმა ძალიან მაღალ დონეზე უნდა ითამაშოს. უპირველეს ყოვლისა მატჩს კარგ ფიზიკურ კონდიციაში უნდა შეხვდნენ. თუ ფეხბურთელები ყურადღებით იქნებიან […]