მესის არც რონალდუ ჩამორჩა – პორტუგალიელის პასიურობა პრესინგის ნაცვლად (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში, კიევის “დინამოს” წინააღმდეგ (2:1) მოგებული შეხვედრაში კამერებმა ლეო მესი ერთ-ერთ ისეთ ეპიზოდში გამოიჭირეს, როცა ის არ აქტიურობდა და მეტოქის ფეხბურთელს საკუთარ ნახევარზე შეუფერხებლად გადმოსვლის უფლება მისცა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი თითქმის არც კი განძრეულა, რის გამოც მან როგორც “ბლაუგრანას” ქომაგების, ისე მედიის კრიტიკა დაიმსახურა. საინტერესოა, რომ მარადიულ კონკურენტს არც კრიშტიანუ […]
ფერენცვაროში 1:4 იუვენტუსი (მიმოხილვა)
დიბალას დარტყმა და დვალის ავტოგოლი (ვიდეო)
საშინელი უხეშობა და მძიმე ტრავმას გადარჩენილი ფეხბურთელი (ვიდეო)
მადრიდის რეალთან მატჩში დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ალფრედო დი სტეფანოს სახელობის არენაზე გასამართ შეხვედრაში, დონეცკის “შახტარის” იმ რჩეულ 11 ფეხბურთელს შორის მოხვდა, რომელიც “სამეფო კლუბთან” დაპირისპირებას პირველივე წუთიდან დაიწყებს. ესპანეთის და უკრაინის ჩემპიონების დუელი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი სადებიუტო გოლის შემდეგ, პედრი სახლში ტაქსით წავიდა (ფოტო)
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ბარსელონა” “ფერენცვაროშს” დაუპირისპირდა. “კამპ ნოუზე” გამართული მატჩი “ბლაუგრანას” გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. სტუმართა კარში გატანილი მე-4 გოლის ავტორი პედრი გახდა. “ბარსელონას” 17 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა, ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი სადებიუტო გოლის შემდეგ, სტადიონი ტაქსით დატოვა.
რონალდ კუმანი: “მე ჯერ მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელების შერჩევა მევალება”
“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, უნგრელ “ფერენცვაროშთან” საშინაო გამარჯვების (5: 1) შემდეგ, კომენტარი გააკეთა. “საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ: “ბარსელონას” თამაშით, გატანილი ხუთი გოლით და მოპოვებული ქულებით. ჩვენი კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, რომლებსაც ამ დონის ტურნირებში სათამაშო წუთები სჭირდებათ, კარგი გამოცდილება მიიღეს. ტრინკაომ ბევრი პრობლემა შეუქმნა მეტოქის დაცვას, დემბელე თამაშში […]
ბარსელონამ გუნდის ოთხ საკვანძო ფეხბურთელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
ბარსელონას ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, კლუბმა გუნდის წამყვან ფეხბურთელებს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შემდეგ, რომელშიც კატალონიელებმა ლაშა დვალის “ფერენცვაროშს” – 5:1 აჯობეს, “ბლაუგრანას” პრესსამსახურმა გუნდის მეკარე მარკ ანდრე ტერ-შტეგენის, მცველების ჟერარდ პიკეს და კლემენ ლენგლეს და ნახევარმცველის ფრენკი დე იონგისთვის გახანგრძლივებული კონტრაქტების შესახებ გამოაცხადა. “ბლაუგრანას” ფეხბურთელებთან დადებული ახალი კონტრაქტის პირობები შემდეგნაირია ჟერარდ პიკე: 2024 […]
ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი რეკორდი დაამყარა
“ბარსელონას” კაპიტანმა ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე უნიკალური მიღწევა დააფიქსირა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ზედიზედ მე-16 სეზონში გოლის გატანა მოახერხა. 33 წლის შემტევმა ეს რეკორდი ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, “ფერენცვაროშთან” მოგებულ (5:1) შეხვედრაში საგოლე გადაცემასთან ერთად ზუსტი პენალტიც შეასრულა. 6 ოქროს ბურთის მფლობელს ჩემპიონთა ლიგის 144 შეხვედრაში 116 გოლი […]
ბარსელონა 5:1 ფერენცვაროში (მიმოხილვა)
ანსუ ფატი ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი გახდა
“ბარსელონას” ნახევარმცველი ანსუ ფატი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ორი გოლის გატანა სრულწლოვანად გახდომამდე შეძლო. ესპანელმა ფეხბურთელმა თავი ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში, უნგრულ “ფერენცვაროშთან” (5:1) გამოიჩინა, როცა ნიდერლანდელი ფრენკიე დე იონგის გადაცემის შემდეგ, 42-ე წუთზე მეტოქეს მეორე გოლი გაუტანა. აქამდე “ფურია როხას” ახალწვეულს წინა სეზონში, 2019 წლის 10 დეკემბერს, “ინტერისთვის” ჰქონდა გატანილი. 17 […]