პორტუგალია და ესპანეთი ერთმანეთის წინააღმდეგ პირველობისთვის იბრძოლებენ
დღეს უეფას ერთა ლიგის 2022 წლის გათამაშების ბოლო რაუნდი გაიმართება. მთავარი შეხვედრა ქალაქ ბრაგაში პორტუგალიასა და ესპანეთს შორის შედგება. ამ მატჩში გამარჯვების მოპოვება ორივე ნაკრებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ის გუნდი, რომელიც შეხვედრას მოგებით დაასრულებს ოთხთა ფინალის საგზურს მოიპოვებს. პორტუგალია ჯგუფის ლიდერია ათი ქულით და მეორეადგილოსან ესპანეთს ორი ქულით უსწრებს. მასპინძელთა მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, რადგან ესპანეთისგან განსხვავებით, […]
რონალდუს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ – იუვენტუსის აქციები 5.8%-ით გაუფასურდა
მილანის საფონდო ბირჟაზე ტურინის “იუვენტუსის” აქციები 5.7%-ით, €1,25-მდე გაუფასურდა. აღნიშნული ვარდნის მიზეზად გუნდის სუპერვარსკვლავთან, კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებული სკანდალი სახელდება – რონალდუს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. სექტემბრის ბოლოს ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ, Spiegel-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ამერიკელმა კეტრინ მაიორგამ რონალდუს გაუპატიურებაში დასდო ბრალი – მისი მტკიცებით, შემთხვევა 2009 წელს, ლას-ვეგასში მოხდა. მაიორგას თქმით, რონალდუმ დუმილის სანაცვლოდ მას $375 […]