სანტუში ბელგიასთან მატჩზე: ,,ფინალია და აქ მოგებაა საჭირო და არა ლამაზი ფეხბურთის თამაში”
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა, ბელგიასთან გასამართ მერვედფინალურ მატჩზე ისაუბრა: ,,ჩვენი პრინციპების ერთგულნი უნდა ვიყოთ. მხოლოდ მეტოქის გამო სათამაშო სტილის შეცვლას არ ვაპირებთ – ამას როგორც წესი პატარა გუნდები აკეთებენ. ნაკრებმა 4 დღე დაისვენა, არ ვიცით, რა მოხდება ვარჯიშზე, ამიტომ მატჩის დღეს გადავწყვეტთ, ვინ ითამაშებს. ბელგიელები გოლს რეგულარულად იტანენ და მსუბუქად თამაშობენ. მათ […]
სანტუში: ,,არის თუ არა ლეაუ რონალდუს მემკვიდრე? ფეხბურთში კრიშტიანუს ვერავინ ჩაანაცვლებს”
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა, ჩეხეთთან მატჩის წინ, რაფაელ ლეაუსა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა: ,,არის თუ არა რაფაელ ლეაუ რონალდუს მემკვიდრე? ისინი ერთ პოზიციაზე არ თამაშობენ. ამ თვალსაზრისით, მას არ შეიძლება, მემკვიდრე ჰყავდეს. ფეხბურთში რონალდუს ვერავინ ჩაანაცვლებს, ეს ლეაუს არ უნდა დააკისროთ.ლეაუ ლეაუ უნდა იყოს. ის გუნდში იმიტომაა, რომ ეს დაიმსახურა და […]
კრიშტიანუ რონალდუ შვეიცარიასთან მატჩს გამოტოვებს
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ შვეიცარიასთან ერთა ლიგის შეხვედრაში არ ითამაშებს. კრიშტიანუს გარდა, განაცხადში კიდევ ორი ფეხბურთელი (ჟოაო მოუტინიო და რაფაელ გერეირო) ვერ მოხვდა. პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა, განმარტა, თუ რატომ გამოტოვებს რონალდუ დღევანდელ მატჩს: ,,ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემა არ გვაქვს. ეს ჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა. შვეიცარიაში 26 ფეხბურთელით გამგზავრება, მაშინ როცა თამაში მხოლოდ 23-ს შეუძლია, […]
სანტუში: ,,გადადის თუ არა რონალდუ ალ-ნასრში? არ ვიცი”
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ფერნანდუ სანტუშს, კრიშტიანუ რონალდუს ,,ალ-ნასრში” შესაძლო გადასვლის შესახებ ჰკითხეს: ,,გადადის თუ არა რონალდუ ,,ალ-ნასრში”? არ ვიცი, მასთან ამის შესახებ არ მისაუბრია. ფეხბურთელებთან ვილაპარაკე, მაგრამ ამ თემაზე არა. მისი გადაწყვეტილება მხოლოდ მისი საქმეა. კრიშტიანუ ბოლომდე ორიენტირებულია მსოფლიო ჩემპიონატსა და გუნდის დახმარებაზე,” – განაცხადა სანტუშმა. Marca-ს ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს გადაბირება ,,ალ-ნასრს” (საუდის […]
მუნდიალი 2022 | ფერნანდუ სანტუში: “ეს შესანიშნავი ღამე იყო, მაგრამ არა სრულყოფილი”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალურ შეხვედრაში, პორტუგალიის ნაკრებმა შვეიცარიის ეროვნულ გუნდს 6:1 აჯობა. მატჩის დასრულების შემდეგ, ევროპული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა კომენტარი გააკეთა. “მე ამას სრულყოფილ ღამეს არ დავარქმევ. თუმცა, დიახ ეს იყო შესანიშნავი ღამე. პორტუგალიამ აჩვენა უმაღლესი კლასის დამოკიდებულება მატჩის მიმართ, ჩვენ მთელი მატჩის განმავლობაში კონცენტრირებულნი ვიყავით. ეს იყო ძალიან კარგი მატჩი. ჩვენ ვიცოდით […]
ფერნანდუ სანტუში: “პორტუგალიამ გულშემატკივარი უნდა გაახაროს”
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა, ერთა ლიგის ეგიდით გასამართი მატჩის წინ განცხადება გააკეთა. “შვეიცარიის ნაკრებთან რთული მატჩი გველოდება. შვეიცარიელებს, ისევე როგორც ჩვენ, ბურთის ფლობა უყვართ. ასევე, ისინი ხშირად აკეთებენ მაღალ გადაცემებს და იყენებენ ისეთი ფეხბურთელების პოტენციალს, როგორებიც სეფეროვიჩი და შაჩირი არიან. პორტუგალიის მთავარი ამოცანა მათზე საკუთარი თამაშის თავზე მოხვევაა. ჩვენ სახლში ვთამაშობთ და მთელი […]
მუნდიალი 2022 | რატომ აპირებდა რონალდუ მსოფლიოს ჩემპიონატის დატოვებას?
5 ოქროს ბურთის მფლობელი, კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დატოვებას აპირებდა. როგორც პორტუგალიური მედია იუწყება, ამის მიზეზი 37 წლის ფეხბურთელის მერვედფინალურ შეხვედრაში (შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ – 6:1) ძირითად შემადგენლობაში არ ყოფნა იყო. აღნიშნულ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუს ნაცვლად ფერნანდუ სანტუშის სამწვრთნელო გუნდმა ძირითად შემადგენლობაში 21 წლის თავდამსხმელი, გონსალო რამუში შეიყვანა, “ბენფიკას” ახალგაზრდა ფორვარდი, რომელმაც ჰეთ-თრიკის […]
16 წლის წინ, რონალდუმ მანჩესტერის წინააღმდეგ ითამაშა
16 წლის წინ, პორტუგალიელმა თინეიჯერმა საფეხბურთო სამყაროს თავი გააცნო: 2003 წელს, “მანჩესტერ იუნაიტედი” წინასასეზონო მატჩს ლისაბონის “სპორტინგის” წინააღმდეგ ატარებდა. მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი კრიშტიანუ რონალდუ გახდა – იმ დროისთვის უცნობი ფეხბურთელი, რომელსაც უდიდესი მომავალი ელოდა წინ. იმ პერიოდში “სპორტინგს” პორტუგალიის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი, ფერნანდუ სანტუში ხელმძღვანელობდა. იგი გუნდს ახალი სეზონისთვის 4-3-3 ტაქტიკით ამზადებდა, თუმცა “მანჩესტერთან” […]
სანტუში: ,,თამაშში შესვლას დიდი დრო დასჭირდა”
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა, მაროკოსთან წაგებული მატჩი შეაფასა: ,,პირველ ტაიმში სირთულეები გაჩნდა და თამაშში შესვლას დიდი დრო დასჭირდა. მოგების დიდი სურვილი გვქონდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ფეხბურთელები თავდაჯერებულები იყვნენ, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მომენტები გვქონდა, მთელი ძალით ვერ ითამაშეს. ვერ შევძელით, მაგრამ მოთამაშეებმა ბევრი იბრძოლეს. ხვალ ლისაბონში გავფრინდები და ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად […]
ევრო 2020: ყველაფერი, რაც პორტუგალიის ნაკრების შესახებ უნდა ვიცოდეთ
პროფილი პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა: 1914 წლის 31 მარტს ფიფას წევრი: 1923 წლიდან უეფას წევრი: 1954 წლიდან ფიფას რეიტინგი: 5 უმაღლესი შედეგი რეიტინგში: 3 (2010 წლის მაისიდან ივნისამდე, 2012 წლის ოქტომბერი, 2014 წლის აპრილიდან ივნისამდე, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აპრილამდე) ყველაზე ცუდი შედეგი რეიტინგში: 42 (1998 წლის აგვისტო) საშინაო არენა: ესტადიო ნასიონალი (ლისაბონი, პორტუგალია) […]
ფერნანდუ სანტუშმა პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
პორტუგალიის ნაკრებს ფერნანდუ სანტუში აღარ უხელმძღვანელებს. მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, სანტუშმა განაცხადა, რომ მისი მომავლის შესახებ ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად ისაუბრებდა. ,,პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის ფერნანდუ სანტუშსა და მის სამწვრთნელო შტაბს რვა უნიკალური წლის განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის. ეს მადლიერება, ასევე, პორტუგალიელი ხალხის სახელითაცაა გამოხატული,” – წერია ფედერაციის განცხადებაში. 68 წლის სპეციალისტი ეროვნულ გუნდს 2014 წლიდან […]
რუბენ დიაში: “აქამდე გუნდურობამ მოგვიყვანა, ასე უნდა გავაგრძელოთ”
პორტუგალიის ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” ცენტრალურმა მცველმა რუბენ დიაშმა თავისი ნაკრებისთვის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საწყისი შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა. “მნიშვნელოვანია დავიცვათ იგივე წესები, რომელმაც ევრო 2016-ზე ჩემპიონობამდე მიგვიყვანა. ეს ნიშნავს, რომ ყველა მატჩს სუფთა გონებით მივუდგეთ და გუნდში ვითამაშოთ ისე, რომ მოედანზე არ იყოს მე, არამედ – ჩვენ. სხვა გზა არ არის. ასე იყო […]