ფიბასა და ევროლიგის გადაწყვეტილებით, ნაკრებებისა და კლუბების კალენდრები ერთმანეთს არ დაემთხვევა
ფიბა და ევროლიგა შეთანხმდნენ, რომ 2023-2024 წლების სეზონში ეროვნული ნაკრებებისა და კლუბების კალენდრები ერთმანეთს არ დაემთხვევა. ფიბას ვებგვერდის ცნობით, ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკებები უახლოესი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რათა სამომავლო გადაწყვეტილებები კალათბურთის სასიკეთოდ მიიღონ. გასულ წლებში ევროლიგის შეხვედრები სანაკრებო მატჩებს ხშირად ემთხვეოდა, რის გამოც ეროვნულ გუნდში თამაშს ბევრი კალათბურთელი ვერ ახერხებდა. ევროლიგის ახალი სეზონი 3 ოქტომბერს […]
ფიბამ რუსული ნაკრებები და გუნდები საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთა
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუსულ ნაკრებებსა და გუნდებს (მათ შორის 3X3 კალათბურთის ნაკრებს) ფიბას ორგანიზებულ ყველა ტურნირზე მონაწილეობის უფლება აეკრძალა. შედეგად, რუსეთის გარეშე ჩაივლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები. რუსეთის საკალათბურთო ნაკრებს ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში, თბილისში უნდა ეთამაშა. .@FIBA Statement on Russian teams and officials.https://t.co/Lw5UPqQgQu — FIBA Media (@FIBA_media) March 1, 2022 […]
ფიბას დირექტორი: ,,შეშფოთებული ვართ მას შემდეგ, რაც თბილისში დარბაზის მშენებლობის პროგრესი ვნახეთ”
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია პირველად მასპინძლობს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის, FIBA-ს უმაღლესი რანგის სტუმრების ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და FIBA ევროპის ბორდის, აღმასრულებელი საბჭოს სხდომას. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვია FIBA ევროპის პრეზიდენტი თურგაი დემირელი, აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი და ბორდის წევრები. გუშინ, სასტუმრო “თბილისის მარიოტში” გამართულ FIBA ევროპის ბორდის სხდომაზე განხილულ იქნა ევროპული კალათბურთის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ […]
შენგელია: “კარიერაში უდიდესი მიღწევა საქართველოს ნაკრების მაისურით თამაშია”
FIBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე თორნიკე შენგელიასთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის ბავშვობის ოცნებებსა და საქართველოს ნაკრებში თამაშის ემოციებზე საუბრობს. “ბავშვობიდან, როდესაც ეროვნული ნაკრების ჰიმნი მესმოდა, ტანში ჟრუანტელი მივლიდა. ჩემი ოცნება იყო, მოედანზე ვყოფილიყავი და ჩემი ქვეყნისთვის მებრძოლა. ახლა კი, აქ ვარ და ჩემი ოცნება ახდენილია. ეს არის ის, რასაც სიტყვებით ვერ აღვწერ.” უკვე თითქმის 10 წელია, თორნიკე […]
ოფიციალურად: ევრობასკეტი 1 წლით გადაიდო!
ფიბამ ოფიციალურად დაადასტურა: ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი 1 წლით გადაიდო. კორონავირუსის პანდემიის გამო, ევრობასკეტი 2021 წლის ნაცვლად, 2022 წლის სექტემბერში გაიმართება. გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ბოლო დღეების განმავლობაში ევროპული მედია აქტიურად წერდა, ფიბას აღმასკომში დღეს ოფიციალურად დაადასტურეს. ევრობასკეტი ოთხ ქვეყანაში უნდა გაიმართოს, მათ შორის ერთი კი საქართველოა.