ფილ ფოდენის დედას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – სკანდალურ ფაქტს სიტი გამოეხმაურა | VIDEO
,,მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი, ფილ ფოდენი გუშინ, მეგობარ გოგოსთან და დედასთან ერთად, კელ ბრუკისა და ამირ ხანის ბრძოლას დაესწრო, რომელიც მანჩესტერში გაიმართა. არენის დერეფანში, ოთახში შესვლისას, უცნობმა პირებმა ფილ ფოდენის სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყეს. ინგლისელის დედა და მეგობარი გოგო პასუხის გასაცემად ოთახიდან გამოვიდნენ. კლერმა (ფეხბურთელის დედამ) ერთ-ერთ მამაკაცს ხელი უბიძგა, საპასუხოდ კი მან მუშტი მოუქნია. ჩხუბში ფოდენიც […]
გთავაზობთ მომავალი ათწლეულის სავარაუდო შემადგენლობას
ცნობილმა გამოცემა “GIVE MESPORT-მა” გამოაქვეყნა მომავალი ათწლეულის სავარაუდო შემადგენლობა. მთავარი ვარსკვლავი რა თქმა უნდა კილიან მბაპეა. მეკარე – იან ობლაკი ობლაკი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. იანი მხოლოდ 26 წლის არის და კარიერის დიდი ნაწილი წინ აქვს. თავისუფლად შეიძლება, რომ ობლაკი მომავალი ათწლეულის საუკეთესო მეკარედ მოვიაზროთ. მარჯვენა მცველი – ტრენტ ალექსანდრ არნოლდი ახალგაზრდა ინგლისელი მცველი საოცარ პროგრესს […]
სიტის ამომავალი ვარსკვლავი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა
“მანჩესტერ სიტის” ამომავალმა ვარკსვლავი და პეპ გვარდიოლას ფავორიტი ტალანტი, ფილ ფოდენი, გინესის 2020 წლის რეკორდების წიგნში მოხვდა – 2018 წლის მაისში, 17 წლის და 350 დღის ფოდენი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერ ლიგის ტიტული მოიგო. “ძალიან ბედნიერი ვარ, ვერც გავიაზრე რომ ამ მიღწევით გინესის რეკორდების წიგნში მოვხვდებოდი. ჩემი მთავარი მიზანია, წინსვლა განვაგრძო და “სიტის” […]
FIFA U17-ის “ოქროს ბიჭუნები” – სად არიან ისინი ახლა?
მსოფლიოს ჩემპიონატი 17 წლამდელებს შორის 1985 წლიდან ტარდება. გასული 17 ჩემპიონატის მანძილზე ტურნირზე არაერთმა ვარსკვლავმა გაიბრწყინა, თუმცა სამწუხაროდ მათ დიდ ნაწილს დიდი ფეხბურთი არ უთამაშია. პირველ სამ ჩემპიონატზე თასი 16 წლამდელებს შორის თამაშდებოდა. წელს ახალგაზრდა ფეხბურთელების მორიგ მუნდიალს ბრაზილია უმასპინძლებს. Live.ge გთავაზობთ გასული ჩემპიონატების საუკეთესო ფეხბურთელების მოკლე ისტორიას. 1985 წელი, ჩინეთი – ვილიამი (ბრაზილია) […]
უნიკალური კადრები – 7 წლის ფოდენი სიტის ფეხბურთელებს მოედანზე აცილებს (ვიდეო)
როგორები იქნებოდნენ ევრო 2020-ის ვარსკვლავები 1970-იან წლებში?
სოციალურ ქსელში პოპულარული საფეხბურთო გვერდი The Football Community-ი სახალისო ფოტო-კოლაჟს აქვეყნებს, რომელშიც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ვარსკვლავები 1970-იანი წლების ფეხბურთელების გარეგნობისთვის მახასიათებელი ნიშან-თვისებებით არიან წარმოდგენილნი. აქ კილიან მბაპეს, კრიშტიანუ რონალდუს, ედენ აზარის, ლუკა მოდრიჩისა და სხვათა ფოტოებს შეხვდებით, რომლებიც შემდეგნაირად გამოიყურება: კილიან მბაპე – საფრანგეთი კრიშტიანუ რონალდუ – პორტუგალია ლუკა მოდრიჩი – ხორვატია ფილ ფოდენი – ინგლისი ფრენკი […]
რომელ ტალანტებს უნდა დავაკვირდეთ ახალ სეზონში?
ახალი სეზონის დაწყების წინ, სტატიას ტოპ გუნდებში მოთამაშე ტალანტებზე შემოგთავაზებთ, რომლებიც შესაძლოა რამდენიმე წელიწადში გუნდის წამყვანი მოთამაშეები გახდნენ.
პეპ გვარდიოლა: ” ფილ ფოდენი ყველაზე დიდი ტალანტია, ვინც კი ოდესმე მინახავს”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ინგლისელი ნახევარმცველი, ფილ ფოდენი შეაქო და მას უდიდესი ტალანტი უწოდა. “ის საუკეთესო ტალანტია, ვინც კი ოდესმე მინახავს. მის პრობლემა მხოლოდ მისი მენეჯერია, რომელიც ხანდახან სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშებს. ის 90 წუთს იმსახურებს, თუმცა ასეთ კონკურენციაში ეს ადვილი არ არის. ფილი ბრწყინვალედ მუშაობს და მან იცის რომ მე აქ მის დასახმარებლად ვარ”, […]
“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ ამომავალ ვარსკვლავად შერაცხულ ფილ ფოდენს სრული პოტენციალი გააჩნია იმისთვის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახდეს. ესპანელმა სპეციალისტმა ფოდენზე საქებარი სიტყვები “ბარნლისთან” მოგებული მატჩის (5:0) შემდეგ არ დაიშურა, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელმა დუბლის შესრულება შეძლო. “ფოდენის მიერ მოედანზე გატარებული თითოეული წუთი ამტკიცებს, თუ რაოდენ დიდი მონდომებით და ჟინით ცდილობს […]
მსოფლიოს 20-წლამდელ ფეხბურთელთა საუკეთესო თერთმეტეული IFFHS-ის ვერსიით
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS-მა) 2020 წლის 20-წლამდელ ფეხბურთელთა საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა. საინტერესოა, რომ სიმბოლურ გუნდში 2 ფეხბურთელი – კრის რიჩარდსი (ბაიერნი) და სერჟინო დესტი (ბარსელონა) აშშ-დანაა. გუნდების მიხედვით ყველაზე მეტი წარმომადგენელი ,,ბარსელონასა” (დესტი; ფატი) და ,,ბაიერნს” (დევისი, რიჩარდსი) ჰყავს. IFFHS-ის ვერსიით 20-წლამდელ ფეხბურთელთა საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება: მეკარე – ერსინ დესტანოღლუ (თურქეთი; ბეშიქთაში) […]
სიტის ამომავალ ვარსკვლავს გუნდის დატოვება არ სურს
“მანჩესტერ სიტის” 18 წლის ფეხბურთელი, რომელიც ინგლისური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება, გუნდის დატოვებას და ბრაჰიმ დიაზის მაგალითის გამეორებას არ აპირებს, რომელიც მადრიდის “რეალს” £22 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა. ფოდენმა გასულ თვეში “სიტისთან” კონტრაქტი 6 წლით გაახანგრძლივა და ბრაჰიმის წასვლასთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა: “ეს მათი საქმეა, ყველას საკუთარი გეგმა და გზა აქვს ცხოვრებაში. ჩემს თავს მხოლოდ სიტიში ვხედავ. […]
ფოდენი VS მბაპე – ტვიტერის პოსტი, რომელსაც დიდი არეულობა და შეწყვეტილი კონტრაქტი მოჰყვა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელშიც “მანჩესტერ სიტიმ” დორტმუნდის “ბორუსია” – 2:1, ორი მატჩის ჯამში კი – 4:2 დაამარცხა, ორრაუნდიან დაპირისპირებაში, გერმანელთა კარში ორი გოლის გამტანი, ფილ ფოდენი მცირე სკანდალში გაეხვა. საქმე ისაა, რომ რამდენიმე წუთში მას მერე, რაც გაირკვა, რომ 5-წლიანი პაუზის შემდეგ, “ქალაქელები” ნახევარფინალში ითამაშებდნენ, ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელის Twitter-ის გვერდზე გაჩნდა პოსტი, რომელშიც […]