ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის მე-6 შეხვედრაში, “ფილადელფია” “მაიამის” დაუპირისპირდა. ფილადელფიაში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 90:99 დასრულდა. ჯიმი ბატლერის ბრწყინვალე მატჩის შედეგად, “მაიამიმ” სერიაში 4:2 გაიმარჯვა და კონფერენციის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც “ბოსტონსა” და “მილუოკის” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ბატლერისგან განსხვავებით, ჯეიმს ჰარდენმა არც ისე სახარბიელო სტატისტიკა დააფიქსირა. პარკეტზე გატარებულ 42:59 წუთში, ჰარდენმა 11 ქულის, 4 […]