კუმანის წასვლის შემთხვევაში ბარსელონას სავარაუდო მწვრთნელები ცნობილია
ცნობილი ესპანელი ჟურნალისტის ჟოან ვეჰილსის ცნობით, “ბარსელონა” მზად არის კლუბიდან დაითხოვოს რონალდ კუმანი, რომელსაც კლუბში ძალიან წარუმატებელი სვლა აქვს. როგორც ცნობილი ხდება, “ბარსელონა” მომავალ მწვრთნელზე უკვე მუშაობს და როგორც კი სხვა მწვრთნელს დაითანხმებენ, ნიდერლანდელი მწვრთნელი კლუბს დატოვებს. კატალონიური კლუბი მომავალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე შემდეგ ვარიანტებს განიხილავს: ხავი, ანდრეა პირლო, ანტონიო კონტე და ფილიპ კოკუ. რამდენიმე […]
უეინ რუნი ინგლისში ბრუნდება?!
უეინ რუნი შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს. გავრცელებული ინფორმაციით, “დერბი” ინგლისელ ვარსკვლავთან მართავს მოლაპარაკებებს. წყაროს მტკიცებით, შესაძლოა რუნი “დერბის” მოთამაშე მწვრთნელის ამპლუაში მოგვევლინოს. The Telegraph-ის მტკიცებით, რუნი აქტიურად განიხილავს შეთავაზებას. გუნდიდან ფრენკ ლამპარდის წასვლის შემდეგ, მისი პოსტი ფილიპ კოკუმ დაიკავა – მოთამაშე მწვრთნელის რანგში კი ჩემპიონშიპში ბინადარ “დერბიში” შესაძლოა უეინ რუნი ვიხილოთ.
ფენერბახჩემ კოკუ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
ფილიპ კოკუმ თურქული “ფენერბახჩე” დატოვა – ჰოლანდიელი სპეციალისტის გათავისუფლების მთავარი მიზეზი საკუთარ მოედანზე “ანკარაგიუჯუსთან” ანგარიშით 1:3 დამარცხება გახდა. თურქეთის ჩემპიონატში გამართული 10 შეხვედრის შემდეგ “ფენერბახჩე” მეთხუთმეტე პოზიციას იკავებს. ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ 16 შეხვედრაში გუნდმა მხოლოდ 4 მატჩში შეძლო გამარჯვების მოპოვება. 47 წლის სპეციალისტმა “ფენერბახჩეს” გაყვანა ჩემპიონთა ლიგაზე ვერ შეძლო. “ევროპა ლიგაზე” კი […]