ოფიციალური ინფორმაციით, 32 წლის კევინ-პრინც ბოატენგი “სასუოლოდან” “ფიორენტინაში” €1 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდა. “ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფლორენციაში ვიმყოფები და “ფიორენტინაში” ვითამაშებ, ეს ჩემი კარიერისთვის ახალი გამოწვევაა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ასაკის მიუხედავად, გუნდმა ეს შესაძლებლობა მომცა,” – განაცხადა ბოატენგმა. გასულ სეზონში, ბოატენგმა “სასუოლოს” შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც, ნახევარი წლის განმავლობაში კატალონიის “ბარსელონას” რიგებში ირიცხებოდა. […]