ფიფა საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს
ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის ყურებადობის შესახებ სტატისტიკა გამოაქვეყნა. აღმოჩნდა რომ რუსეთში ჩატარებულ მუნდიალს დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარმა 3.4 მილიარდმა ადამიანმა უყურა (4 წელზე ზევით მოსახლეობა), რაც 200 მილიონით მეტია ვიდრე ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის ანალოგიური მონაცემი. ფინალურ მატჩს 1 მილიარდზე მეტი მაყურებელი ჰყავდა. ფიფას შემოსავალმა კი 6.1 მილიარდი შეადგინა.
მსოფლიოს გრანდების საუკეთესო და ყველაზე ცუდი რეიტინგები (ანალიზი)
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ “ფიფას” რეიტინგში ცვლილებები მოხდა. ზოგი ნაკრები დაწინაურდა, ზოგიც დაქვეითდა. შემოგთავაზებთ მსოფლიოს გრანდებს, რეიტინგში ახლანდელ პოზიციას, საუკეთესო და ყველაზე ცუდ შედეგებს.
დემბელეს გამო, FIFA-მ ბარსელონას შესაძლოა ყოველდღიურად 21 000 ევრო გადაუხადოს
შესაძლოა ისე მოხდეს, რომ FIFA-მ “ბარსელონას” ყოველდღიურად კომპენსაციის სახით 20 548 ევრო გადაუხადოს. საქმე უსმან დემბელეს ეხება, რომელმაც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და საფრანგეთის ეროვნულ გუნდს ტურნირზე ვეღარ დაეხმარება. “ბარსელონას” მეთერთმეტე ნომერს მარჯვენა მუხლის ბიცეპსის მყესის ტრავმა აქვს, რაც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. კერძოდ, ეს შემთხვევა იმას […]
სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები გადაიდო
სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ფედერაციასთან კონსულტაციის შედეგად, FIFA-მ სამხრეთ ამერიკაში გასამართი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების გადადება გადაწყვიტა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ დადასტურდა. OFFICIAL: FIFA have decided to postpone the South American FIFA World Cup 2022 Qualifiers for March due to coronavirus outbreak. #COVID19 pic.twitter.com/AuBDO0RROP — Hagrid (@hagridfcb) March 12, 2020 შეგახსენებთ, რომ სახმრეთ […]
განხეთქილება ევროპის სუპერ ლიგაში: კლუბების ნაწილმა ტურნირში მონაწილეობა გადაიფიქრა
ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოება ევროპის სუპერ ლიგის შექმნის იდეამ მოიცვა. ახალი ტურნირის შექმნის იდეამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, თუმცა კლუბების, ეროვნული ფედერაციების, ქომაგთა არმიის, მედიის, ვეტერანი თუ მოქმედი საფეხბურთო მოღვაწეების დიდი ნაწილი, ახალ პროექტს უფრო სკეპტიკურად უყურებს, ვიდრე მხარს უჭერს. ამ ყველაფრის ფონზე, სულ ცოტა ხნის წინ, ევროპულმა მედია საშუალებებმა ჯერჯერობით დაუდასტურებელი, თუმცა საკმაოდ […]
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის ყველა ის კლუბი, რომელსაც ევროპის სუპერ ლიგაში მონაწილეობა უნდა მიეღო, გადაწყვეტილებას ცვლის და ჯერ არ შემდგარ ტურნირს ტოვებს. “დიდი ექვსეულის” გუნდებიდან თავდაპირველად ხსენებული გადაწყვეტილება “მანჩესტერ სიტიმ” და ლონდონის “ჩელსიმ” მიიღეს, მოგვიანებით კი მათ ნაკვალევს “არსენალი”, “ლივერპული”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ტოტენჰემიც” მიყვნენ. ყველა კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო და სოციალური ქსელის თავ-თავიანთ გვერდებზე […]
“აღიარება სირცხვილია არაა” – უეფა ფიფას წესების შეცვლას სთავაზობს
უეფამ ფიფას შესთავაზა შეცვალოს წესები, რათა მსაჯებმა დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და თავიდან აიცილონ მოთამაშეთა უსამართლოდ დასჯა. გამოითქვა ვარაუდი, რომ მსაჯებს კვლავ მიეცეთ შესაძლებლობა თავად გადაწყვიტონ, ბურთის ფრენის ტრაექტორია ფეხბურთელმა განზრახ შეაჩერა თუ არა. “მცდელობა იმისა, რომ კარგად იქნეს ჩაწერილი საკამათო ეპიზოდი, მრავალი არასწორი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა, რასაც საფეხბურთო საზოგადოების მზარდი იმედგაცრუება და დისკომფორტი მოჰყვა. თამაშის […]
მესის და რონალდუს გარეშე – შვაინშტაიგერმა წლის საუკეთესო გუნდი შეადგინა
პოპულარულმა საფეხბურთო სიმულატორმა FIFA21- მა გულშემატკივრის დახამარებით წლის საუკეთესო გუნდის შედგენა სცადა, რომლის შედეგების გამოვლენის შემდეგაც, საუკეთესო თერთმეტეულში მოხვედრილი ფეხბურთელებისთვის სპეციალური ბარათები შეიქმნება და თამაშის მოყვარულებს მათი გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ. ბოლო 12 თვის რჩეულ ფეხბურთელთა გამოვლენაში მონაწილეობა თვით ბასტიან შვაინშტეიგერმაც მიიღო. მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების ლეგენდამ წლის საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა, თუმცა მასში ლეო მესისა […]
მსოფლიოს ჩემპიონატი ორ წელიწადში ერთხელ – არსენ ვენგერი საინტერესო ინიციატივით გამოდის
ლონდონის “არსენალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი საინტერესო წინადადებით გამოდის. გამოცდილი ფრანგი სპეციალისტი საფეხბურთო საზოგადოებას მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატის ცვლილებას და მთავარი სანაკრებო ფორუმის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების ინიციატივას აყენებს. ვენგერის წინადადება საკლუბო სეზონის გაზაფხული – შემოდგომის ფორმატზე გადასვლას ითვალისწინებს, რაც გათამაშებების მარტის თვეში დაწყებას და ნოემბერში დასრულებას გულისხმობს. 2019 წლის ნოემბერში FIFA-ს გლობალური საფეხბურთო განვითარების […]
რუსეთმა ფიფასა და უეფას ერთობლივი გადაწყვეტილება გაასაჩივრა
რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ფიფასა და უეფას გადაწყვეტილებები სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა. საუბარია სანქციაზე, რომლის თანახმადაც რუსულ ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალათ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ფიფამ და უეფამ ასეთი გადაწყვეტილება 28 თებერვალს მიიღეს. მანამდე პოლონეთის, შვედეთისა და ჩეხეთის ნაკრებებმა ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციას მიმართეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საფლეიოფო მატჩში […]
მესის და რონალდუს შემდეგ – FIFA-ს გარეკანზე კილიან მბაპე მოხვდა
EA Sports-მა FIFA 21-ს გარეკანის ოფიციალური ფოტო წარადგინა. ყველაზე პოპულარული საფეხბურთო ვიდეო-თამაშის ახალ ვერსიას “პსჟ-ს” და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე დაამშვენებს. ახალგაზრდა ნიჭიერი თავდამსხმელისთვის ეს დიდი აღიარებაა, რადგან აქამდე FIFA-ს სხვადასხვა ვერსიების გარეკანზე ისეთი ფეხბურთელები მოხვედრილან, როგორებიც დავიდ ჟინოლა, დევიდ ბექჰემი, დენის ბერგკამპი, პოლ სქოულზი, რობერტო კარლოსი, რაიან გიგზი, ტიერი ანრი, ალესანდრო დელ პიერო, რონალდინიო, […]
რატომ თქვა არსენ ვენგერმა უარი მანჩესტერში მუშაობაზე?
ლონდონის “არსენალის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა უპასუხა კითხვას, შეუთავაზებიათ თუ არა მისთვის სამუშაო მანჩესტერის რომელიმე კლუბში. “სიტის” – არასოდეს, “იუნაიტედს” – დიახ. თუმცა, ზუსტ დროს თუ როდის მოხდა ეს, არ დავასხელებ. უარი ვუთხარი, რადგან “არსენალში” ვმუშაობდი. “არსენალთან” სიყვარულის ისტორია გვქონდა. ჩემი ცხოვრება წითელი და თეთრი ფერებია. როდესაც კლუბში პირველად ჩამოვედი, განსაკუთრებული ხიბლი ვიგრძენი. ეს […]