რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორი ფლორან მარტი ‘შავი ლომის’ ჩელენჯ თასზე მიწვევას „ფანტასტიკურ ამბავს“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება რაგბი ევროპის სუპერ თასის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო მეტად გაზრდის. ქართული ფრენჩაიზი ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) ნაწილი ოფიციალურად 6 ივლისს გახდა და ‘შავი ლომი’ 2023/2024 წლების სეზონის ჩელენჯ თასის მესამე ჯგუფში ფრანგულ ‘კასტრთან’ და ‘კლერმონთან’, შოტლანდიურ ‘ედინბურგთან’, […]