პერესი: “რონალდუ იდიოტია, მოურინიო კი არანორმალური”
ესპანეთში ფლორენტინო პერესის ჩანაწერების გავრცელება გრძელდება: კასილასისა და რაულის “უდიდეს თაღლითებად” მოხსენიების შემდეგ, ამჯერად პერესის სამიზნეში კრიშტიანუ რონალდუ და ჟოზე მოურინიო მოხვდნენ. აუდიო ფაილებს კვლავ El Confidencial-ი ავრცელებს, რომლის წინააღმდეგაც, ფლორენტინო პერესი სასამართლო დავის წამოწყებას გეგმავს. როგორც ცნობილია, ჩანაწერი, სადაც “რეალის” პრეზიდენტი პორტუგალიელების შესახებ საუბრობს, 2012 წლის ოქტომბერშია გაკეთებული. “რონალდუ გიჟია, ნამდვილი იდიოტი, ავადმყოფი. ზოგს […]
ბეილს + 70 მილიონი – პერესის ახალი გეგმა შეტევის გასაძლიერებლად
მართალია, გარეთ ბეილი მადრიდის “რეალში” დარჩა და თითქოს ზინედინ ზიდანთან კონფლიქტიც ერთი შეხედვით აღმოიფხვრა, მაგრამ უელსელი ვინგერის “სამეფო კლუბში” ხანგრძლივი მომავალი რთული წარმოსადგენია. დიდი ალბათობით, 30 წლის ფეხბურთელი “ბლანკოსებს” სეზონის ბოლოს დატოვებს, ყველაზე ტიტულოვან ესპანურ კლუბს კი ლუკა იოვიჩის და ედენ აზარის დამატების შემდეგ, მარჯვენა ფლანგზეც ტოპ კლასის ფეხბურთელის მოყვანა და ახალი შემტევი ტრიოს შექმნა […]
პერესმა დაადასტურა, რომ რამოსს წასვლა უნდა
მადრიდის “რეალის” პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის განცხადებით, სერხიო რამოსს ზაფხულში გუნდის დატოვება სურს. როგორც ჩანს, “ბლანკოსის” კაპიტანს ჩინური გუნდები ეპატიჟებიან. “სერხიო და მისი აგენტი შემხვდნენ და მითხრეს, რომ ჩინეთიდან ძალიან კარგი შეთავაზება აქვთ. შიდა წესის გამო კლუბი თანხას ვერ გადაიხდიდა. “რეალი” გუნდის კაპიტნის უფასოდ გაშვებას არ დაუშვებს. ეს სხვა ფეხბურთელებისთვის ძალიან ცუდი მაგალითი იქნება,” – თქვა […]
პერესი: იოვიჩის შეძენა “ახალი რეალის” დასაწყისია
12 ივნისს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” სერბი ფეხბურთელი, ლუკა იოვიჩი წარადგინეს – “სამეფო კლუბმა” ახალგაზრდა ტალანტი 60 მილიონ ევროდ გაიფორმა. გასულ სეზონში, “რეალმა” ვერცერთი ტიტულის მოგება ვერ შეძლო – გუნდმა 2 მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, 19 ქულით ჩამორჩა ჩემპიონ “ბარსელონას,” “ელ კლასიკოში” კი სამარცხვინო მარცხები იწვნია. გუნდის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის შეფასებით, იოვიჩის გუნდში მისვლა ახალი ეპოქის დასაწყისი გახდება. […]
ზიდანის პოზიციები შესუსტდა – პერესმა ფრანგს სიტუაციის გამოსასწორებლად ვადა მისცა
როგორც ჩანს, ზინედინ ზიდანის პოზიციები მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე შესუსტდა. l’Equipe-ის ცნობით, “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობამ გუნდის ლეგენდას სიტუაციის გამოსასწორებლად 2 მატჩი მისცა. წყაროს ცნობით, “ბლანკოსების” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ფრანგს განუცხადა, რომ “ბარსელონასთან” და “ბორუსიასთან” პრინციპული მატჩების შედეგი გადამწყვეტი იქნება მათი მომავალი თანამშრომლობიოს საკითხში. “თეთრებმა” ბოლო ორი საშინაო შეხვედრა დათმეს – ლა ლიგაში, ახალაღზევებულ “კადისთან” […]
რეალი ბენზემას ახალ კონტრაქტს სთავაზობს
მადრიდის “რეალის” ფრანგ თავდამსხმელს მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის ივნისში ეწურება. ბენზემა ასაკის მიუხედავად შესანიშნავ შედეგს აჩვენებს და ფლორენტინო პერესი მისით, კვლავ მოხიბლულია. ამასთან დაკავშირებით “რეალის” პრეზიდენტი ახალ კონტრაქტს სთავაზობს ფრანგს, რისი მიხედვითაც კარიმის ანაზღაურება 10.5 მილიონამდე გაიზრდება, ხოლო კონტრაქტის ვადა კი 2023 წელს ამოიწურება. ამ ანაზღაურებით ბენზემა “ბლანკოსის” ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.
პერესი: “სუპერ ლიგა ფეხბურთის გადასარჩენად შევქმენით”
ფლორენტინო პერესი მსოფლიო ფეხბურთის გადასარჩენად ემზადება – იდეას, რომელსაც გულშემატკივრები, ანალიტიკოსები, ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელები/მწვრთნელები ეწინააღმდეგებიან, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი პროგრესულად მიიჩნევს. “ფეხბურთის მშვენება დიდ გუნდებს შორის კონკურენციაა, სწორედ ეს ქმნის ღირებულებასა და ფასს, ეს ზრდის სატელევიზიო უფლებების ფასს და შედეგად, მეტ შემოსავალს ვიღებთ. მე არ ვარ ვიღაც მდიდარი კაცი, რომელსაც სუპერ ლიგის შექმნა უნდა, აქ […]
მადრიდის რეალი ახალი თავდამსხმელის შესაძენად ემზადება
ახალი არ არის ის, რომ “სამეფო” კლუბს წინა ხაზში პრობლემები აქვს. კარიმ ბენზემა ასაკში შედის და ამ ეტაპზე იდეალურ კონდიციებისგან შორს. წლებია უკვე ფრანგი ფეხბურთელით გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან. რაც შეეხება ლუკა იოვიჩს, სერბმა ადაპტაცია ჯერ კიდევ ვერ გაიარა და გუნდს ფაქტიურად ვერაფრით ეხმარება. მარიანო დიაზის მომავალი კი დიდი ალბათობით სხვა გუნდს უკავშირდება. “მარკას ინფორმაციით” “რეალის” […]
მადრიდის რეალი საქმეში დაბრუნდა – ესპანელებს მბაპე იანვარშივე სურთ
იტალიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ესპანური Marca წერს, რომ მადრიდის “რეალი” მზად არის, კილიან მბაპე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშივე დაიმატოს. ჯოვანი ბრანჩინი, ფეხბურთელების აგენტი და ადამიანი, რომელსაც აქვს საკმაო ავტორიტეტი იმისთვის, რომ ისაუბროს მაღალი დონის ტრანსფერებზე და ბაზარზე არსებულ ნდობაზე, ინტერვიუ მისცა La Gazzetta-ს, სადაც აღნიშნა, რომ “პსჟ-სა” და მადრიდის “რეალს” შორის მბაპეზე მოლაპარაკებები არსებობს […]
პერესი რეალის გულშემატკივარს დაჰპირდა, რომ მბაპეს მომავალ წელს გაიფორმებს
მადრიდის ,,რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, ,,სამეფო გუნდის” გულშემატკივარს უთხრა, რომ კილიან მბაპეს მომავალ წელს გაიფორმებს. ინფორმაციას Directo Gol-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ,,რეალისა” და ,,ვილიარეალის” მატჩის დასრულების შემდეგ, მადრიდული გუნდის ფანი პერესის მანქანასთან მივიდა და სთხოვა: ,,პრეზიდენტო, გაიფორმეთ მბაპე!” რაზეც ფლორენტინომ უპასუხა: ,,მომავალ წელს!” 2022 წელს მბაპეს ,,პარი სენ ჟერმენთან” კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. […]
ფლორენტინო პერესი: “როდრიგო ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია”
მადრიდის “რეალმა” 18 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, როდრიგო გოეში შეიძინა.
ლეგენდარული კაპიტანი კონტრაქტის გახანგრძლივების ზღვარზეა
სერხიო რამოსის აგენტი და “რეალის” წარმომადგენლები კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, მოლაპარაკებებს მართავენ. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში “სამეფო კლუბის” კაპიტანი კონტრაქტს გაახანგრძლივებს. სერხიო რამოსსა და ფლორენინო პერესს იდეალური ურთიერთობა აქვთ – კაპიტანი და პრეზიდენტი არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად ხშირად ხვდებიან ერთმანეთს და გამონაკლისი არც რამოსის კონტრაქტის გახანგრძლივებაა. გავრცელებული ინფორმაციით, […]