პერესი: “რეალში ჯერ ტრანსფერები აღარ იქნება”
მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ზაფხულში კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს მადრიდელებმა ახალწვეული, ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველი, აურელინ ჩუამენი წარადგინა. “ამ დროისთვის მეტი ტრანსფერი არ იქნება, მაგრამ მომავალში ვნახოთ. ზაფხული ძალიან გრძელია“, – თქვა პერესმა. მადრიდის “რეალმა” ჩუამენის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა. გარდა ამისა, “სამეფო კლუბმა” “ჩელსიდან” ანტონიო რუდიგერი უფასოდ დაიმატა.
პერესი: “ზიდანი ღვთის წყალობაა”
ესპანეთის სუპერთასის ფინალში “ატლეტიკოს” დამარცხების შემდეგ, ფლორენტინო პერესმა ზინედინ ზიდანის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა. მადრიდის “რეალის” პრეზიდენტის მტკიცებით, ზიდანი ღვთის წყალობაა. “მასთან ერთად უამრავ ტიტულს დავეუფლეთ და მოხარული ვარ, რომ ის ჩვენთანაა. ვიმედოვნებ კიდევ ბევრი ტიტულის მოპოვებას შევძლებთ. ზიდანს “რეალთან” განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს.” “მან გადაწყვიტა, რომ წლის განმავლობაში დაესვენა – ახლა განახლებული ენერგიითა და […]