ლევან შენგელია კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ლევან შენგელია საკლუბო კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ კლუბში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას “პანეთოლიკოსის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს. როგორც ირკვევა, 26 წლის მარჯვენა ვინგერმა ბელგიური “ლეუვენი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, ხოლო ბერძნულ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კარიერის განმავლობაში შენგელიას გორის “დილას”, ქუთაისის “ტორპედოს”, ფოთის “კოლხეთის”, “დინამო თბილისის”, სამხრეთ კორეული “დაეხონის“, ბელგიური “ტუბიძეს” და თურქული […]
ყაზახეთის ჩემპიონატში 2021 წლის სეზონი დაიწყო. პირველი ტურის მატჩში ერთმანეთს “ტობოლი” და “აკჟიანი” დაუპირისპირდნენ. მატჩი კოსტანაის კლუბის გამარჯვებით – 2:0 დასრულდა. გამარჯვებული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 71 წუთი გაატარა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ელგუჯა ლობჯანიძემ, რომელმაც 30-ე წუთზე გატანილ გოლში თავისი წვლილი შეიტანა. მეტოქის საჯარიმოში 28 წლის ქართველი ფორვარდის აქტიური ქმედების შემდეგ აზატ ნურგალიევმა მეტოქის […]
საუკეთესო ბომბარდირი ბათუმის დინამოში – აჭარულმა კლუბმა თავდამსხმელი დაიმატა
ნიკოლოზ საბანაძის მიერ კარიერის დასრულების შემდეგ, ბათუმის “დინამომ” თავდამსხმელი დაიმატა. აჭარული კლუბის შეტევის ხაზს 29 წლის ცენტრ-ფორვარდი გიორგი ნიქაბაძე შეემატა. ნიქაბაძეს სხვადასხვა დროს ფოთის “კოლხეთში”, ლანჩხუთის “გურიაში”, და “თელავში” უთამაშია, ბოლოს კი თბილისის “მერანის” მაისურს ირგებდა. წინა სეზონში, ნიქაბაძე ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მის ანგარიშზე 26 გატანილი გოლი იყო. ბათუმელებს ორ ტურში 2 […]