2003/04 წლების სეზონის არსენალი – სად არიან პრემიერლიგის წაუგებლად მომგები ფეხბურთელები ახლა?
2003/04 წლების სეზონში ლონდონის “არსენალმა” ფურორი მოახდინა და პრემიერლიგა წაუგებლად მოიგო. იმ სეზონში საუკეთესო ბომბარდირი “არსენალის” ლეგენდა ტიერი ანრი გახდა 30 გოლით. ამის შემდეგ ზოგიერთ ფეხბურთელს კარიერა არ აეწყო, ზოგიერთი კი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი გახდა. Live.ge გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა მოკლე ბიოგრაფიებს, ვინც პრემიერლიგის იმ სეზონში “არსენალში” 1 მატჩი მაინც ჩაატარა. იენს ლემანი – 38 მატჩი […]
ანრი: “არავინ იცის, სად იქნებოდა არსენალი ობამეიანგის გარეშე”
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ ყოფილი გუნდის “არსენალის” ამჟამინდელი მდგომარეობის და “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელად ფრედი ლიუნგბერგის დანიშვნის შესახებ ისაუბრა. “სიტუაციის სწრაფად შეცვლა რთულია. ლიუნგბერგმა “ნორვიჩთან” მატჩამდე მხოლოდ ერთი ვარჯიშის ჩატარება მოასწრო. ასეთ მოკლე დროში რაიმეს შეცვლა ფაქტობრივად შეუძლებელია. ამ მატჩში იგივე დავინახე რაც წინა შემთხვევებში: ობამეიანგმა 2 გოლი გაიტანა და ჩვენ წაგებას გადავრჩით. არავინ იცის […]
არსენალის ახალი მთავარი მწვრთნელი ცნობილია
როგორც მოგეხსენებათ, “არსენალმა” არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან უნაი ემერი გაათავისუფლა. ესპანელი სპეციალისტი ლონდონელებს 18 თვის განმავლობაში წვრთნიდა. გასულ სეზონში უნაის “არსენალმა” პრემიერლიგაში მე-5 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის ფინალში ითამაშა. როგორც ცნობილია, ემერის “არსენალში” დროებით თავისი ასისტენტი, ფრედი ლიუნგბერგი შეცვლის. შვედი სპეციალისტი 1998-2007 წლებში სწორედ “მეთოფეების” ფეხბურთელი იყო, რა დროშიც პრემიერლიგა ორჯერ მოიგო. […]
არტეტა და ლიუნგბერგის მომავალი
ლონდონის “არსენალის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ფრედი ლიუნგბერგის მომავლის შესახებ ისაუბრა, რომელიც უნაი ემერის წასვლის შემდეგ გუნდში მოვალეობის შემსრულებელი გახლდათ. “ევერტონთან” მატჩის შემდეგ, მე და ფრედიმ ვისაუბრეთ. მას ჩემი გეგმები გავაცანი და იმ ხალხის შესახებ ვუამბე, რომელთან ერთადაც მუშაობა მსურს, ვუთხარი მათ მოვალეობებსა და ფუნქციებზე. მაინტერესებდა რას ფიქრობდა ის და რა გეგმები ჰქონდა. საბოლოოდ […]
ფრედი ლიუნგბერგმა არსენალის სამწვრთნელო შტაბი დატოვა
შვედი სპეციალისტი მიკელ არტეტას თანაშემწედ მუშაობას აღარ აპირებს და ის “მეთოფეების” მთავარი მწვრთნელის ასისტენტობიდან მიდის. ვეტერანი ფეხბურთელის სურვილია, რომ დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერა დაიწყოს, ეს გადაწყვეტილებაც 43 წლის სკანდინავიელმა ამ მიზეზით ახსნა: “გადავწყვიტე არსენალის პირველი გუნდის მწვრთნელის ასისტენტის პოსტი დავტოვო, ვინაიდან უფრო მაღალი სამწვრთნელო გამოცდილების მიღება მსურს. 1998 წლიდან ამ კლუბის ნაწილი ვარ და მადლობას ვუხდი […]