ნიდერლანდების ეროვნულ გუნდთან მოახლოებული ამხანაგური შეხვედრის წინ, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნიდერლანდელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ერედივიზიონში სავარაუდო დაბრუნების შესახებაც ისაუბრა. “გულწრფელად რომ გითხრათ, იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება, მაგრამ ეს ძალიან რთულია ნიდერლანდებში არსებული რეგულაციების გამო. იმის გამო, რომ მე არ მაქვს ევროპული პასპორტი, კლუბებისთვის ძალიან რთულია ჩემთან კონტრაქტის გაფორმება. ასე […]