იუვენტუსი პოლ პოგბას გაშვებას აპირებს

ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას მომავალი “იუვენტუსში” ბუნდოვანია. იტალიური მედიის ცნობით, ტურინული კლუბი ფეხბურთელის ტრავმებით შეწუხებულია და ფიქრობენ, რომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტონ.

https://twitter.com/sportbible/status/1621234224299638787

იტალიურმა კლუბმა 29 წლის ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეიძინა. თუმცა, ტრავმის გამო “ბებერ ქალბატონში” ასპარეზობის საშუალება ჯერ არ მისცემია.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “იუვენტუსი” უკმაყოფილოა ფრანგის ხშირი ტრამიანობით. მიუხედავად იმისა, რომ პოგბას გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, კლუბის მთავარი მწვრთნელი ალეგრი მის გაყიდვას გეგმავს.

“იუვენტუსისთვის” აღნიშნული სეზონი არც ისე სახარბიელოდ მიმდინარეობს. ტურინელებს ფინანსური მაქინაციის გამო, 15 ქულა ჩამოაჭრეს. ამჟამად მასიმილიანო ალეგრის გუნდს სერია ა-ს გათამაშებაში 23 ქულა აქვს მე-13 პოზიციას იკავებს.

იუვენტუსი პოლ პოგბას გაშვებას აპირებს

სტატიის ავტორი
-