პრემიერ ლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი
ალან შირერმა და მიკა რიჩარდსმა პრემიერ ლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი დაასახელეს. პოპულარული ინგლისური პოდკასტის, “Match of the Day” უკანასკნელ ეპიზოდში, შირერმა და რიჩარდსმა კიდევ ერთ ლეგენდარულ ფეხბურთელ – გარი ლინეკერთან ერთად საუკეთესოები გამოავლინეს. საუკეთესო 10 ინგლისელი ფეხბურთელის გამოვლენისას, მიმომხილველებმა სანაკრებო პერფორმანსი არ გაითვალიწინეს და მხოლოდ კლუბებში ნაჩვენებ შედეგსა და სტატისტიკას დასჯერდნენ. მიმომხილველებმა […]
მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მწვრთნელი გარდაიცვალა
“მანჩესტერ იუნაიტედის” აკადემიის ყოფილი მწვრთნელი, ერიკ ჰარისონი, რომელმაც აკადემიაში მუშაობისას, დევიდ ბექჰემი, რაიან გიგზი, პოლ სქოულზი, ძმები ნევილები და სხვა დიდი ფეხბურთელები აღზარდა, დღეს გამთენიისას გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიტანული ტაბლოიდები გარი ნევილზე დაყრდნობით წერენ, “წითელი ეშმაკების” ყოფილმა კაპიტანმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე, რამდენიმე წუთის წინ ამაღელვებელი განცხადება გააკეთა: “ჩვენ მენტორი დავკარგეთ, ჩვენი მწვრთნელი და კაცი რომელმაც ფეხბურთელებად […]
სქოულზმა დაასახელა კლუბი, რომელიც მის შეძენას ცდილობდა
ინგლისელმა ფეხბურთელმა “მანჩესტერ იუნაიტედში” 20 წელი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში პოლმა 718 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 155 გოლი გაიტანა. 20 წლის განმავლობაში კი სქოულზმა 11-ჯერ მოიგო პრემიერ ლიგის ტიტული. “იუნაიტედის” ლეგენდას სხვა კლუბში არასდროს უთამაშია. ამასთან დაკავშირებით პოლმა ერთი ისტორია გაიხსენა. “არასდროს მიფიქრია, რომ “იუნაიტედს” დავტოვებდი და სხვა კლუბში ვითამაშებდი. სიმართლე გითხრათ სერიოზული შემოთავაზება არასდროს […]
პოლ სქოულზი “ოლდჰემ ატლეტიკის” მწვრთნელი აღარ იქნება
“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდის, პოლ სქოულზის განცხადებით, იგი “ოლდჰემ ატლეტიკს” აღარ უხელძღვანელებს. გადაწყვეტილება სქოულმა ძალიან მოკლე დროში მიიღო, რადგან იგი ინგლისურ გუნდს სათავეში 11 თებერვალს ჩაუდგა. კონტრაქტის თანახმად, სქოულზი გუნდში 2020 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩენილიყო. გუნდიდან წასვლის კონკრეტული მიზეზი მას არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ წინასწარი მოლოდინი და რეალობა ერთმანეთისგან გასხვავებული აღმოჩნდა: “ძალიან მალე მივხვდი, რომ […]
პოგბა: სქოულზისა და პირლოსგან ბევრი რამ ვისწავლე
“მანჩესტერ იუნაიტედის” ლიდერმა – პოლ პოგბამ აღნიშნა, რომ პოლ სქოულზისა და ანდრეა პირლოსგან ბევრი რამ ისწავლა. პოგბას მტკიცებით, ინგლისელი და იტალიელი ვარსკვლავები მისი ინსპირაციის წყაროა. უკანასკნელ პერიოდში კრიტიკის ქარცეცხლში გახვეული პოგბას მიმართ სპეკულაციები არ წყდება. არაერთი გავლენიანი ტაბლოიდის მტკიცებით, ზაფხულში პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედს” დატოვებს და “რეალს” შეუერთდება. “მათგან ბევრი რამ ვისწავლე. გულწრფელად გეტყვით, მათგან ძალიან […]
გავიხსენოთ პოლ სქოულზის გოლი ბარსელონას კარში (1:0 მიმოხილვა)
სქოულზმა ნისტერლოის და ანრის შესახებ საინტერესო ფაქტი გაამხილა
საუკუნის დასაწყისში, პრემიერ ლიგაში ორი კლუბი ერთმანეთს დაუღალავად ებრძოდა. საუბარია “მანჩესტერ იუნაიტედზე” და ლონდონის “არსენალზე.” იმ პერიოდში არსენ ვენგერს მართლაც საოცარი გუნდი ჰყავდა, რომლის ლიდერიც ტიერი ანრი იყო. ფერგიუსონის “იუნაიტედიც” საუცხოო ფეხბურთს თამაშობდა და პრემიერ ლიგაში ძირითადად სწორედ ეს ორი გუნდი დომინანტობდა. ხსენებულ დაპირისპირებაში, მხოლოდ გუნდების ორთაბრძლა როდი იყო ?! “ეშმაკების” გოლეადორი რუუდ ვან ნისტელროი […]
პირველად 1996 წლის შემდეგ
ოლე გუნარ სოლსკიაერის “მანჩესტერ იუნაიტედი” რეკორდების მსხვრევას განაგრძობს, საქმე იმაშია, რომ 1995/1996 წლების სეზონის შემდეგ პირველად, “წითელი ეშმაკების” 4 ფეხბურთელს აქვს პრემიერლიგის ერთ სეზონში 10 ან 10-ზე მეტი გოლი გატანილი. რამდენიმე წუთის წინ ტონი მარსიალის მიერ “უოტფორდის” კარში გატანილი გოლი სწორედ მეათე აღმოჩნდა ფრანგი ფეხბურთელისთვის და იგი რომელუ ლუკაკუს, პოლ პოგბას და მარკუს რეშფორდს შეუერთდა, […]
სქოულზი, ლამპარდი თუ ჯერარდი? – ოუენმა საუკეთესო დაასახელა
მაიკლ ოუენი ერთ-ერთი გამორჩეული ინგლისელი ფეხბურთელია, რომელიც საუკუნის დებატებს შეუერთდა. ჯეიმი კარაგერთან საუბრის დროს, ოუენი შეეცადა აეხსნა, თუ რატომ მიიჩნევს სტივენ ჯერარდს პოლ სქოულსზე და ფრენკ ლამპარდზე უკეთეს ფეხბურთელად. კარიერის განმავლობაში ოუენს სამივე ვარსკვლავის გვერდით თამაშის შესაძლებლობა მიეცა. ოუენმა აღნიშნა, რომ ლამპარდი და სქოულზი უდიდესი ფეხბურთელები არიან, რომლებმაც პრემიერ ლიგის ისტორიაში სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი, თუმცა […]
პოლ სქოულზი ლუკაკუს აკრიტიკებს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, პოლ სქულზმა რომელუ ლუკაკუს შესახებ ისაუბრა.
სქოულზი 8000 ფუნტით დააჯარიმეს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული ფეხბურთელი, პოლ სქოულზი 8 ათასი ფუნტით დააჯარიმეს.
პრემიერ ლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო მოთამაშე
პრემიერ ლიგის ისტორიაში არაერთ ვარსკვლავს უთამაშია და წარუშლელი კვალიც დაუტოვებია. ცნობილმა გამოცემა “მირორმა” გამოაქვეყნა პრემიერ ლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო მოთამაშე. 10. ფრენკ ლამპარდი 9. სერხიო აგუერო 8. უეინ რუნი 7. ალან შირერი 6. პოლ სქოუზი 5. ერიკ კანტონა 4. როი კინი 3. კრიშტიანუ რონალდუ 2. ტიერი ანრი 1. რაიან გიგზი