ვარშავის “ლეგიას” ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ვაკო გვილია თანაგუნდელ, პოლონელ შემტევ, ბარტოშ კაპუსტკასთან ერთად, ფინანსურად გაჭირვებული ბავშვებისთვის ბუცებს აგროვებს. როგორც ექსტრაკლასას მოქმედი გამარჯვებულის გვერდი წერს, “ვარტასთან” გამართული მატჩის შემდეგ, ქართველმა და პოლონელმა ფეხბურთელებმა ბუცები შეაგროვეს, რათა საქართველოსა და ტანზანიაში, გაჭირვებულ ბავშვებს გაუგზავნონ. ვაკო გვილია, რომელსაც რამდენიმე თვე […]