შესაძლოა, პორტუგალიის ნაკრების და “პორტუს” ცენტრალურ მცველს, პეპეს ფეხბურთში 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მიეცეს. აღნიშნულის მიზეზი პორტუგალიელი ფეხბურთელის უხეში საქციელი ხდება, რომელიც მან პორტუგალიის ჩემპიონატის 22-ე ტურში მოქმედმ ჩემპიონ ლისაბონის “სპორტინგთან” ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაში ჩაიდინა. საქმე ისაა, რომ მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი მეტოქე გუნდის დირექტორს, ფიზიკურად დაუპირისპირდა. როგორც მსაჯთა ცნობაშია აღწერილი, პეპემ “სპორტინგის” ფუნქციონერს წიხლი ჩაარტყა, რის […]