“მას ჩემი მოკვლა უნდა” – გაბრიელ ჟესუსს ზინჩენკოსი “ეშინია”
“არსენალის” შემტევი გაბრიელ ჟესუსი ამბობს, რომ ოლეკსანრდ ზინჩენკოს, “ხუმრობის მეფეს”, მისი “მოკვლა” სურს. ბრაზილიელი და უკრაინელი ფეხბურთელები ერთი სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდნენ ლონდონურ კლუბს. აქამდე ისინი “მანჩესტერ სიტის” ღირსებას იცავდნენ და კლუბთან ერთად არაერთი ტიტულიც მოიგეს. გაბრიელი და ოლეკსანდრი ერთმანეთის საკმაოდ ახლო მეგობრები გახდნენ და ერთად დროს ხშირად ატარებენ. Footballers Lives-თან საუბრისას ჟესუსმა ზინჩენკოსთან ურთიერთობაზე […]
სეზონის ბოლომდე ჩელსის ფრენკ ლამპარდი ჩაიბარებს
სპორტული ჟურნალისტის დევიდ ორნშტეინის ინფორმაციზე დაყრდნობით, ლონდონის “ჩელსის” ფრენკ ლამპარდი ჩაიბარებს. აღსანიშნავია, რომ ინგლისელი სპეციალისტი “არისტოკრატებს” სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, რომ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი “ჩელსის” 2019 წლიდან 2021 წლამდე უკვე ხელმძღვანელობდა და გუნდი მოედანზე 84 მატჩში გაიყვანა, საიდანაც 44 მოიგო, 15 ფრედ დაასრულა და 25-ში დამარცხდა.
ჯეიმს მილნერი პრემიერ ლიგის ისტორიაში მესამე ადგილზე გადავიდა
“ლივერპულის” ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ჯეიმს მილნერმა ინგლისის პრემიერ ლიგის მერვე ტურის გადადებულ შეხვედრაში, რომელშიც ლონდონის “ჩელსისთან” უგოლო ფრე (0:0) ითამაშა, კარიერაში გამორჩეული მიღწევა დააფიქსირა. კონკრეტულად, ეს იმას გულისხმობს, რომ 37 წლის ფეხბურთელმა პრემიერ ლიგაში 610-ე მატჩი ჩაატარა, რა მაჩვენებლითაც ინგლისის ელიტარულ დივიზიონში ყველაზე მეტი შეხვედრის ჩამტარებელ ფეხბურთელებს შორის მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ჯეიმს მილნერმა ამ მიღწევით ინგლისური და მსოფლიო ფეხბურთის […]
მამარდაშვილისთვის ბრძოლაში ლესტერიც ჩაერთო
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარის გიორგი მამარდაშვილის შეძენით “ლესტერი” დაინტერესდა. ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ინგლისური კლუბისთვის გიორგი კარგი ვარიანტია. ქართველის კარის დარაჯის შეძენით “მანჩესტერ იუნაიტედი” და ლონდონის “ტოტენჰემიც” ინტერესდება. გიორგი მამარდაშვილს “ვალენსიას” მაისურით 2022/23 წლების სეზონში ლა ლიგაში, კოპა დელ რეიზე და ესპანეთის სუპერთასზე საერთო ჯამში 31 მატჩი […]
ლუის ენრიკე ლონდონშია და ჩელსისთან მოლაპარაკებებს მართავს
ესპანური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ფურია როხას” ყოფილი მწვრთნელი ლუის ენრიკე ლონდონშია. ამავე წყაროზე დაყრდნობით, 52 წლის სპეციალისტი “ჩელსისთან” მოლაპარაკებებს მართავს. როგორც იწერება, თავად ენრიკეს ძალიან სურს, რომ “არისტოკრატებს” სათავეში ჩაუდგეს. ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ლონდონური კლუბი მოლაპარაკებებს იულიან ნაგელსმანთანაც მართავს. ბოლო დღეებია ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი პრემიერ ლიგის რომელიმე გუნდთან მუშაობის სურვილს არ მალავს. […]
იურგენ კლოპი: “ეს რომ მომხდარიყო, აქამდე ლივერპულში არ ვიმუშავებდი”
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ინგლისის პრემიერ ლიგის მერვე ტურის გადადებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც მისი გუნდი ლონდონის “ჩელსის” დაუპირისპირდა და უგოლო ფრეს დასჯერდა (0:0) მიმდინარე სეზონში, მერსისაიდული კლუბის გამოსვლის შესახებ ისაუბრა. “გუნდები ერთმანეთს შარშან ორ ფინალში შეხვდნენ და ეს საუკეთესო უგოლო მატჩები იყო, რაც მინახავს. დღეს ჩვენ ვნახეთ არა თავდაჯერებული, მაგრამ საბრძოლველად მზად მყოფი გუნდები. ჩვენ […]
მაიკლ კინის შესანიშნავი გოლი ტოტენჰემის კარში | VIDEO
ლონდონელები პოტერის შემცვლელად იულიან ნაგელსმანს მოიაზრებენ
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსის” თავკაცები გეგმავენ, რომ იულიან ნაგელსმანი გადმოიბირონ. როგორც მოგეხსენებათ, ლონდონელებმა მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან გრემ პოტერი გაათავისუფლეს. ,,ვაცხადებთ, რომ გრემ პოტერმა გუნდი დატოვა. კლუბში ყოფნის დროს გრემმა ,,ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა, სადაც ,,რეალს” შევხვდებით. პოტერს ძალისხმევისა და გუნდში შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდით და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ.” – ასეთი იყო გუნდის ოფიციალური განცხადება. […]
იურგენ კლოპი: “გუნდიდან გაშვების არ მეშინია”
გუშინ პრემიერ ლიგაში ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს “მანჩესტერ სიტი” და “ლივერპული” დაუპირისპირდნენ. აღნიშნული მატჩი “ეტიჰად სთეიდიუმზე” გაიმართა და მასპინძლებმა მერსისაიდელები 4:1 დაამარცხეს. ბუნებრივია, რომ აღნიშნული შედეგი “ლივეპულის” გულშემატკივრისთვის მიუღებელია და მაშინვე გაჩნდა მოთხოვნები იურგენ კლოპის გუნდიდან გაშვების საკითხზე. გერმანელმა სპეციალისტმა კი განაცხადა, რომ “ლივერპულის” დატოვების არ ეშინია. “გუნდიდან გაშვების არ მეშინია… არა. ახლა […]
უეინ რუნიმ პრემიერ ლიგის ჩემპიონობის ფავორიტი დაასახელა
“ევერტონის”, “მანჩესტერ იუნაიტედის” და ინგლისის ნაკრების ლეგენდამ, უეინ რუნიმ, რომელიც ამჟამად ამერიკული MLS-ის წარმომადგენელი “დი სი იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელია, ინგლისის პრემიერ ლიგაში საჩემპიონო მარათონის ფავორიტი დაასახელა. “იმედი მაქვს “არსენალი” პრემიერ ლიგას მოიგებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ “მანჩესტერ სიტი” მათ დაამარცხებს. ეს საინტერესო რბოლა იქნება. “არსენალმა” ახლახანს მიაღწია ამჟამინდელ პოზიციას და ზეწოლა შეიძლება იყოს ძალიან მაღალი. როცა […]
ლონდონის “არსენალის” შემტევი ნახევარმცველი, ბუკაიო საკა ინგლისის პრემიერ ლიგის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 21 წლის ინგლისელმა გარემარბმა, რომელიც ბრწყინვალე სეზონს ატარებს, პრიზისთვის ბრძოლაში “ნიუკასლის” თავდამსხმელს, ალექსანდრ ისაკს, “ბრაიტონის” ნახევარმცველს, ალექსის მაკალისტერს, “ასტონ ვილას” მცველს, ტაირონ მინგსს, “ლივერპულის” ლიდერს, მოჰამედ სალაჰს და თანაგუნდელ ლეანდრო ტროსარს აჯობა. მარტში ბუკაიომ პრემიერ ლიგის 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა […]
ინგლისის პრემიერ ლიგაში მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა გაირკვა. ინგლისის ელიტარული საფეხბურთო დივიზიონის საუკეთესო მწვრთნელის წოდება ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელმა, მიკელ არტეტამ დაიმსახურა. ესპანელმა სპეციალისტმა მარტის თვეში “მეთოფეებთან” ერთად 4 შეხვედრა ჩაატარა და ყველა მათგანი მოიგო: “ევერტონთან” – 4:0, “ბორნმუთთან” – 3:2, “ფულემთან” – 3:0 და “კრისტალ პალასთან” – 4:1. პრიზისთვის ბრძოლაში მიკელ არტეტამ თანაგუნდელი და ყოფილი ხელმძღვანელი, […]