23 მილიონიანი ტრანსფერი | ლესტერმა ავსტრიის ჩემპიონატის ბომბარდირი დაიმატა
პრემიერ ლიგის 2015/2016 წლების სეზონის ჩემპიონმა – “ლესტერმა”, ავსტრიული “ზალცბურგის” ზამბიელი ცენტრფორვარდი – პატსონ დაკა დაიმატა. პატსონ დაკამ “ლესტერთან” 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და 2026 წლის 1 ივლისამდე დარჩება კლუბში. პრემიერ ლიგურ კლუბს ზამბიელი ფეხბურთელის ტრანსფერი £23 მილიონი დაუჯდა. It’s time to #WelcomePatson! 🔵📝 pic.twitter.com/1XxLxCFAul — Leicester City (@LCFC) June 30, 2021 პატსონ დაკამ […]
24 წლის ასაკში მვეპუმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ზამბიელ ფეხბურთელს ენოკ მვეპუს გულის მემკვიდრეობითი დაავადება აწუხებს, რამაც მისი მდგომარეობა ძალიან დაამძიმა. ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება ფატალურ შედეგამდე მიიყვანდა. სწორედ ამ მიზეზით 24 წლის ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა. მისი დაავადება დიდი ხანი იმალებოდა და ფეხბურთელს არ აწუხებდა. თუმცა, სიტუაცია მაშინ გართულდა, როცა ის სამშობლოში დაბრუნდა. ვარჯიშის დროს მვეპუ ცუდად გახდა და მალის […]
266 გატანილი გოლით ჰარი კეინი ჯიმი გრივსს გაუთანაბრდა
ჰარი კეინი “ტოტენჰემის” ბომბარდირს ჯიმი გრივსს გაუთანაბრდა, რომელსაც ლონდონური კარიერის განმავლობაში 266 გოლი აქვს გატანილი. “დეზებისა” და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა მისი სარეკორდო გოლი “ფულჰემის” წინააღმდეგ გაიტანა. ჰარის გოლი რთულად შესასრულებელი იყო, თუმცა, მან მეტოქის კარში ბურთის გაგზავნა მაინც მოახერხა. ამ შეხვედრაში კეინის გოლი ერთადერთი აღმოჩნდა და ანტონიო კონტეს გუნდმა აქტივში მორიგი სამი ქულა ჩაიწერა. ლონდონელები […]
30 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია | ჩალობას საოცარი სტატისტიკა ჩელსიში
ტრევორ ჩალობას “ჩელსიში” საოცარი სტატისტიკა აქვს. ის მატჩები, რომელიც ფეხბურთელმა სასტარტოდან დაიწყო გუნდს არ წაუგია. ასეთი შეხვედრა ლონდონელებს სულ 30 აქვთ. ბოლო შეხვედრა, სადაც ინგლისელმა შეხვედრა სასტარტო თერთმეტეულიდან დაიწყო “მილანის” წინააღმდეგ იყო. აღნიშნული მატჩში ინგლისელებმა 3:0 იმარჯვეს. ახალგაზრდა ინგლისელი მცველი დიდ თამაშებში საკმაოდ კარგად იჩენს თავს და ასაკის მიუხედავად, გამოცდილი ფეხბურთელევით თამაშობს. ეს ყველაზე კარგად […]
36-წლიანი პაუზის შემდეგ: ინგლისში ფანებს ტრიბუნაზე ალკოჰოლის დალევა შეეძლებათ
ინგლისში, ფეხბურთის გულშემატკივრებს მალე ახალი შესაძლებლობა ექნებათ. მათ ხელისუფლების გადაწყვეტილების შესაბამისად, საფეხბურთო მატჩების დროს, ტრიბუნაზე ალკოჰოლის დალევა შეეძლებათ. აღნიშნული სიახლე ერთ-ერთია იმ მრავალი ცვლილებისგან, რომელიც ინგლისის საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს. ბრიტანელი დეპუტატი ტრეისი კრაუჩი, რომელიც ხსენებული ცვლილებების ინიციატორია, ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოხსენებას შემდეგ თვეში გააკეთებს. The Times- ის თანახმად, სიახლე, რომელიც ძალაში მალე უნდა […]
4 წლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, ბობი მედლი პრემიერ ლიგას უბრუნდება
ბრიტანელი არბიტრი ბობი მედლი 4 წლიანი დისკვალიფიკაციიის შემდეგ, პრემიერ ლიგას უბრუნდება. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მედლი პრემიერ ლიგის მე-13 ტურის ეგიდით გასამართ შეხვედრას გაუძღვება, რომელშიც “ბრენტფორდისა” და “ვულვზის” დაპირისპირება შედგება. 37 წლის არბიტრს დისკვალიფიკაცია 2018 წელს მიესაჯა. მიზეზად შეურაცხმყოფელი, აგრესიული და მუქარის შემცველი შეტყობინებები დასახელდა, რომელიც მედლიმ სნეპჩათის საშუალებით გაავრცელა. არბიტრმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა […]
5 თვის შემდეგ პირველად …
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრემიერ ლიგის 22-ე ტურის პირველი მატჩი ლონდონში, სადაც “ვესტ ჰემმა” “არსენალს” უმასპინძლა და 19 წლის რაისის ერთადერთი გოლით დაამარცხა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ “არსენალმა” პრემიერ ლიგაში 2018 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, პირველად ვერ მოახერხა მატჩში გოლის გატანა. ლონდონურმა კლუბმა ბოლოს შეხვედრა უგოლოდ სწორედ 2018 წლის 12 აგვისტოს “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ დათმო […]
50 მილიონი – ხვიჩა კვარაცხელიას დამატება პრემიერ ლიგის გუნდს სურს
ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხეულში მყოფი “ნიუკასლი”, საქართველოს ნაკრების და იტალიური “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით ინტერესდება. როგორც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბრიტანული გამოცემა The Times-ი წერს, ინგლისური კლუბი, რომელშიც ახალი არაბული პროექტი დაიწყო და რომელიც შემადგენლობის გაძლიერებაზე მუდმივ რეჟიმში, აქტიურად მუშაობს, მსოფლიო ფეხბურთის 21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავის დამატებით სერიოზულად ინტერესდება და პირველ შეთავაზებასაც ამზადებს. ხსენებული […]
6-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ: ტობი ალდერვაირელდმა ტოტენჰემი დატოვა
6-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ტობი ალდერვაირელდმა ლონდონის “ტოტენჰემი” დატოვა. ბელგიელმა ცენტრალურმა მცველმა, რომელსაც “დეზებთან” კონტრაქტი 2023 წლამდე ჰქონდა, ყატარულ “ალ დუჰაილში” გადაინაცვლა, მისი ხელშეკრულების გამოსასყიდად კი აზიურმა მხარემ 15 მილიონი ევრო გადაიხადა. You’ve been immense. Good luck, @AlderweireldTob 💙👊 https://t.co/YdMMZjTSut — Tottenham Hotspur (@SpursOfficial) July 27, 2021 ამსტერდამის “აიაქსის”, მადრიდის “ატლეტიკოს” და “საუთჰემპტონის” ყოფილმა უკანახაზელმა, “ტოტენჰემის” მაისური […]
60 მილიონი: ფრენკი დე იონგი შესაძლოა ინგლისში გადაბარგდეს
ლონდონის “ჩელსი” “ბარსელონას” ცენტრალური ნახევარმცველის ფრენკი დე იონგის შეძენით დაინტერესებულია და კატალონიურ გრანდს 24 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელის ტრანსფერში 40 მილიონ ევროს სთავაზობს. El Nacional-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ეს შემოთავაზება ესპანეთში უარყოფილი იქნება, რადგან კლუბს სურს, რომ დე იონგის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო მიიღოს. წყაროს ცნობით, დე იონგის დამატების პრეტენდენტები ასევე მიუნხენის “ბაიერნი” და ორი მანჩესტერული გრანდი, […]
“მანჩესტერ იუნაიტედი” კლუბში ფინანსების მოზიდვას და ახალი სპონსორის შემატებას გეგმავს, რომელიც “წითელ ეშმაკებს” წელიწადში 70 მილიონი ევროს მოგებას მოუტანს. კლუბის ამჟამინდელი გენერალური სპონსორი “შევროლე” “მანჩესტერთან” 2014 წლიდან თანამშრომლობს და გუნდის სათამაშო მაისურის წინა მხარეს სწორედ ამერიკული მანქანის მწარმოებელი კომპანიის ლოგო ამშვენებდა. საინტერესოა, რომ ამ მოქმედი გარიგების პირობებით, ინგლისური კლუბი 64 მილიონ ევროს იღებს, რაც ფეხბურთის […]
All Star ფეხბურთში | ჩელსის თანამფლობელმა საინტერესო იდეა წამოაყენა
შესაძლოა, მალე პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშეებისა და ესპანეთის, გერმანიის და იტალიის გამორჩეული ფეხბურთელების დაპირისპირება ვიხილოთ. All-Star-ის იდეა რამდენიმე კვირი წინ “ჩელსის” თანამფლობელმა ტოდ ბოელიმ წამოაყენა. ამის გარდა, მან პრემიერ ლიგის კლუბებს შესთავაზა, რომ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორისაც შემდგარიყო ყველა ვარსკვლავის დაპირისპირება. თუმცა, ამ აზრმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა. ამის შესახებ აზრი იურგენ კლოპს, გადატვირთული საფეხბურთო კალენდრის […]