მბაპეს ვიცე-კაპიტნობის გადაწყვეტილებამ კიმპემბე უკმაყოფილო დატოვა
“პაის დე კასელთან” მოგებულ შეხვედრაში, მარკინიოსის არ ყოფნისას, გუნდს კილიან მბაპემ უკაპიტნა. აქამდე, ბრაზილიელი კაპიტნის არ ყოფნის შემთხვევაში, გუნდს პრენსელ კიმპემბე ან მარკო ვერატი ლიდერობდნენ. (კიმპემბე ვიცე-კაპიტანი იყო). მატჩის შემდეგ, რომელშიც მბაპემ 5 გოლი გაიტანა, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ განაცხადა, რომ კილიანი ზაფხულიდან ვიცე-კაპიტანი იქნება. ამ ყველაფრის შემდეგ, კიმპემბემ სოციალურ ქსელში უკმაყოფილება არ დამალა […]
მუნდიალი 2022 | საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებებია
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გუნდის შემადგენლობაში საბოლოო ცვლილებები შეიტანა. 54 წლის სპეციალისტმა გუნდის შემადგენლობა შეავსო და 26-ე ფეხბურთელად თავდამსხმელი მარკუს ტურამი გამოიძახა. “გლადბახის” ფორვარდმა ამ სეზონში 17 მატჩში 13 გოლი გაიტანა. ასევე, ტრავმის გამო, შემადგენლობაში აღარ იქნება პრენსელ კიმპემბე, რომელსაც აქსელ დისასი ჩაანაცვლებს. ეს გადაწყვეტილება ორშაბათს დილით ფეხბურთელისა და საფრანგეთის ნაკრების ექიმის შეთანხმებით […]