ნეიმარი ბარსაში? ესპანელები პსჟ-ს მომხიბვლელ შეთავაზებას უმზადებენ
პანდემიის პერიოდში საკმაოდ ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ ნეიმარი კარიერას კვლავ მის ძველ გუნდში – “ბარსელონაში” გააგრძელებდა. მას შემდეგ, რაც სატრანსფერო პერიოდი ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა, კატალონიელები არაერთი ფეხბურთელის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი, ნეიმარის საკითხმა კი აქტუალობა დაკარგა, ვინაიდან არაერთი ესპანური წყაროს თანახმად “ბარსელონა” ფეხბურთელის შეძენას მიმდინარე სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში ვერ მოახერხებდა. სულ ახლახანს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის […]
ჩუპო მოტინგის კომენტარი ატალანტასთან მატჩის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ მატჩში “პსჟ”-მ “ატალანტა” დრამატულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. პარიზელები ბოლო წამამდე მარცხდებოდნენ, თუმცა 90-ე და 93-ე წუთზე გატანილი გოლებით ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს. თამაშის გმირმა მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა, რომელმაც იტალიელთა კარში გამარჯვების გოლი გაიტანა, მატჩისშემდგომი კომენტარი გააკეთა: “შესანიშნავი მატჩი იყო, მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა. როდესაც მოედანზე შემოვდიოდი, ვფიქრობდი: “ჩვენ ვერ წავაგებთ, სახლში ასე ვერ წავალთ.” […]
ოფიციალურად: ტიაგო სილვა ჩელსის ფეხბურთელია
ტიაგო სილვა ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელია – ბოლო დღეებში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია “არისტოკრატებმა” ოფიციალურად დაადასტურეს. “ლურჯებბის” ვებ-გვერდის მეშვეობით ვიგებთ, რომ ცენტრალურმა მცველმა, რომელიც გუნდში ფრენკ ლამპარდის ავტორიტეტის დამსახურებით მივიდა და რომელიც ინგლისელის მეხუთე ტრანსფერია, კლუბთან 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტიაგო სილვა “პსჟ-ში” 2012 წელს, “მილანიდან” გადაბარგდა და გუნდის მაისურით ჩატარებულ 315 შეხვედრაში 17 გოლის გატანა მოახერხა. მან […]
სუარესმა პსჟ უარით გაისტუმრა
“ატლეტიკოს” ახალწვეულის, ლუის სუარესის გაფორმება არაერთ ევროპულ გრანდს სურდა, თუმცა ურუგვაელმა ფორვარდმა ესპანეთში დარჩენა გადაწყვიტა. “ბლაუგრანას” ვარსკვლავის გაფორმება “იუვენტუსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” სურდათ, მაგრამ სუარესმა “ატლეტიკოს” მაისური მოირგო. სუარესის შეძენით ტომას ტუხელი ინტერესდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, პარიზული გრანდის სურვილის მიუხედავად, “ბარსელონას” ხელმძღვანელებს სუარესის საფრანგეთში გაშვება არ სურდათ – “პსჟ”-ს წინადადება არც ურუგვაელმა ვარსკვლავმა მიიღო. ლუის სუარესი […]
რაშფორდმა პსჟ-ს ისევ გაუტანა – მანჩესტერმა წონასწორობა აღადგინა (ვიდეო)
ტიაგო ალკანტარამ საუკეთესო ხუთეულში საკუთარი თავი და ძმა შეიყვანა
“ლივერპულის” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ მსოფლიო ფეხბურთის თანამედროვე ვარსკვლავებისგან 5-კაციანი გუნდი შეადგინა. საინტერესოა, რომ წარმოშობით ბრაზილიელმა ფეხბურთელმა საუკეთესო ხუთეულში საკუთარი თავი და თავისი ძმა, რაფინია ალკანტარა შეიყვანა, რომელიც ამჟამად “პსჟ-ს” მაისურს ირგებს. მეკარის პოზიციაზე მერსისაიდული კლუბის ახალწვეულმა თანამემამულე, “მანჩესტერ იუნაიტედის” გოლკიპერი დავიდ დე ხეა აირჩია. სიაში “ლა მასიას” აღზრდილი კიდევ ერთი ფეხბურთელი ჯონათან […]
კილიან მბაპეს პირველი კომენტარი ბარსელონასთან ჰეთ-თრიქის შემდეგ
“პსჟ-ს” ფორვარდმა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, “ბარსელონას” წინააღმდეგ ჰეთ-თრიქის ავტორმა, კილიან მბაპემ, კამპ ნოუზე, თავისი კლუბის გამარჯვების შესახებ კომენტარი გააკეთა. “ყოველთვის მინდოდა დავხმარებოდი “პსჟ”- ს, რამდენადაც შემეძლო. ეს მაისური ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ზოგჯერ ეს არ გამოდის, შესაძლოა, მომავალში ცუდი მატჩებიც ჩავატარო, მაგრამ შეცდომებს არასდროს გავექცევი და დავმალავ“, – თქვა ფრანგმა თავდამსხმელმა. 22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე […]
ჩემპიონთა ლიგა: ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი დასრულდა. ბოლო სათამაშო დღეს ორი მატჩი გაიმართა: “ჩელსიმ” ლონდონში, საშინაო არენაზე, მადრიდის “ატლეტიკოს” 2 უპასუხო გოლი გაუტანა – “სტემფორდ ბრიჯის” ბინადრებმა ორი მატჩის ჯამში – 3:0 მოიგეს და 2014 წლის შემდეგ პირველად, მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს. პარალელურ მატჩში, რომელსაც ფორმალური ხასიათი ჰქონდა, მიუნხენის “ბაიერნმა” “ლაციოს” – 2:1 სძლია. ორმატჩიან დუელში ტურნირის მოქმედმა […]
ანდერ ერერა – პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ახალი ტურნირი დაგმო
მას შემდეგ, რაც 12-მა გუნდმა ევროპის სუპერ ლიგის დაარსების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა, ანდერ ერერა გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ახალ ტურნირზე კომენტარი გააკეთა. “პსჟ”-ს ნახევარმცველმა სუპერ ლიგა სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით დაგმო. “მე ფეხბურთი გულშემატკივრითა და იმ ოცნებით შემიყვარდა, რომ მენახა, თუ როგორ ეთამაშებოდა ჩემი საყვარელი გუნდი საუკეთესოებს. თუ ევროპის სუპერ ლიგა შედგება, ეს ოცნებები დაიმსხვრევა. […]
პსჟ ჰაკიმის კონტრაქტზე შეუთანხმდა
,,ინტერის” მცველმა – აშრაფ ჰაკიმიმ, კარიერა, შესაძლოა, ,,პარი სენ ჟერმენში” გააგრძელოს. ინფორმაციას RMC Sport-ის ჟურნალისტი, მოჰამედ ბუჰაფსი ავრცელებს. წყაროს ცნობით, პარიზული გუნდი 22 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეუთანხმდა. ,,პსჟ” მაროკოელს 5-წლიან ხელშეკრულებასა და ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს სთავაზობს. ,,პარი სენ ჟერმენი” მოლაპარაკებებს უშუალოდ ,,ინტერთანაც” მართავს და შეთანხმება მხარეებს შორის, ფაქტობრივად, მიღწეულია. გასულ სეზონში […]
ფაბრიციო რომანო: შეთანხმება მიღწეულია – მესი პსჟ-ს ფეხბურთელია
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო Twitter-ის პირად გვერდზე ადასტურებს, რომ ლიონელ მესი უკვე პსჟ-ს ფეხბურთელია. მისი თქმით მხარეები უკვე შეთანმხდნენ ორწლიანი კონტრაქტის გაოფმრებაზე. “ლიონელ მესი უერთდება “პსჟ-ს” … აი ჩვენ უკვე აქ ვართ! შეთანხმება საბოლოოდ შედგა – მხარეები ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომელიც შესაძლოა 2024 წლის ივნისამდე გაგრძელდეს. ხელფასი ყოველწლიურად შეადგენს დაახლოებით 35 მილიონ ევროს. მესიმ ნამდვილად […]
ოფიციალურად: ალესანდრო ფლორენცი მილანის ფეხბურთელია
ბოლო დღეების განმავლობაში, ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა – ალესანდრო ფლორენცი “მილანის” ფეხბურთელია. იტალიის ნაკრების მარჯვენა მცველმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 25-ნომრიანი სათამაშო მაისური მიიღო. 🖋️ The start of a new chapter, right Ale? 📖 🖋️ L’inizio di un nuovo capitolo, giusto @Florenzi? 📖#SempreMilan #NewPlayerUnlocked pic.twitter.com/3ui409M6o3 — AC Milan (@acmilan) August 21, 2021 […]