“მანჩესტერ იუნაიტედი” თანახმაა, კავანის 2 წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს
მას შემდეგ, რაც “წითელმა ეშმაკებმა” 2019-20 წლის პრემიერ ლიგის სეზონი კარგად დაასრულეს და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდნენ, დღის წესრიგში შემადგენლობის გაძლიერება დადგა. თუმცა “მანჩესტერმა” ჯერ გაძლიერება ვერ მოახერხა, ამ მომენტისათვის კლუბმა მხოლოდ დონი ვან დე ბეეკი შეიძინა, რომელიც “აიაქსიდან” დაიმატა. წარუმატებელმა მცდელობამ, რომ როგორმე “იუნაიტედს” სანჩო გაეფორმებინა, გულშემატკივრები გააღიზიანა. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით კლუბმა ახალ შემტევთან […]
“მე მოიზ კენი ვარ” – იტალიელმა ხალხს გვარის სწორად წარმოთქმისკენ მოუწოდა | VIDEO
სოციალურ ქსელ Twitter-ში, ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც გუნდის თავდამსხმელი, მოიზე კენი ხალხს საკუთარი გვარის სწორად გამოთქმისკენ მოუწოდებს. ვიდეოში, სმარტოფნის ხმოვანი ძებნის სისტემით “მოიზე კინს” ეძებენ, რაზეც აპლიკაცია პასუხობს, რომ შედეგები არ იძებნება, შემდეგ კი თავად 21 წლის თავდამსხმელი შემოდის და მაყურებელს საკუთარი გვარის სწორად გამოთქმის გაკვეთილს სთავაზობს. : Remember the name “’ ___” ❓ […]
“მესის თავგადასავალი ბარსაში არ დამთავრებულა” – ჟოან ლაპორტა
“ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა იმედოვნებს, რომ ლიონელ მესისა და კატალონიური კლუბის ურთიერთობა არ დასრულებულა. “მესი ყველაფერი იყო. “ბარსელონას” ისტორიაში ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე იყო, თუმცა, ჩვენ იძულებულნი ვიყავით მივგვეღო ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ. იმედი მაქვს, რომ მესის თავგადასავალი “ბარსაში” არ დასრულებულა. როგორც პრეზიდენტმა მე ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მასთან ვალში ვარ. ჩვენ […]
“მესისთან კონტაქტი არ გვქონია” – მატეუ ალემანი
უკვე დიდი ხანია რაც ლიონელ მესის “ბარსელონაში” დაბრუნებაზე იწერება. ესპანური მედიის წარმომადგენლები მრავალ მინიშნებას იძლევიან იმასთან დაკავშირებით, რომ არგენტინელი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდება. რამდენიმე დღის წინ, “პსჟ-ს” თავდამსხმელი ბარსელონაში ოჯახთან ერთადაც კი იყო. ესპანური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელს აეროპორტში მისი მრჩეველი პეპე კოსტა დახვდა. სოციალურ ქსელში ის ვიდეო, სადაც მესი მის ყოფილ თანაგუნდელებს, ხორდი […]
“მომენატრა მწვრთნელის პიჯაკი? მოიცადეთ, ცოტაც მოიცადეთ” – ზინედინ ზიდანი
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა, მისი გულშემატკივრისთვის საკმაოდ დამაიმედებელი განცხადება გაავრცელა. როგორც ჩანს, “ზიზუს” მოედანზე, მწვრთნელის რანგში, ძალიან მალე ვიხილავთ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ზიდანი “რეალის” მთავარი მწვრთნელი აღარ არის, ის მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს გულშემატკივრებს შორის. “ზიზუ” საფრანნგეთშიც ძალიან მოთხოვნადია. “პსჟ-ს” ფანების გარდა, ლეგენდარული ფეხბურთელის, მთავარი მწვრთნელის რანგში ხილვა, […]
“ნაწყენი ვარ, ამას არ ვიმსახურებდი” – ლეო მესიმ ჟოან ლაპორტას უპასუხა
ლიონელ მესიმ “ბარსელონას” პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას განცხადებას უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ იმედი ჰქონდა, არგენტინელი სუპერვარსკვლავი კლუბში ხელფასის გარეშე თამაშს დათანხმდებოდა. ამის შესახებ, 6 ოქროს ბურთის მფლობელმა ფეხბურთელმა თქვა, რომ ამ განცხადებით ნაწყენი დარჩა, რადგან მისთვის უხელფასოდ თამაში არასდროს უთხოვიათ. “სიმართლე ისაა, რომ, როგორც წასვლისას ავხსენი, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ კლუბში დავრჩენილიყავი, მაგრამ მათ არასდროს უთხოვიათ […]
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში “მანჩესტერ სიტიმ” შინ “პსჟ” 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. დაპირისპირების შემდგომ, პარიზელთა ფეხბურთელებმა მთავარ არბიტრს, ბიორნ კუიპერსს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ბრალი დასდეს. ამის შესახებ ჯერ ანდერ ერერამ, შემდეგ კი მარკო ვერატიმ ისაუბრა. “დღეს მსაჯმა პარედესს f**k off უთხრა. ჩვენ რომ იგივე გავაკეთოთ, 3 ან 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაგვსჯიან,” – თქვა ერერამ. “არბიტრმა […]
“პარი სენ-ჟერმენის” მთავარი სატრანსფერო სამიზნე
მას შემდეგ, რაც ფრანგულ გრანდ “პსჟ” -ში მთავარი მწვრთნელის პოსტზე გერმანელი სპეციალისტი ტომას ტუხელი 48 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა მაურისიო პოჩეტინომ ჩაანაცვლა, დიდია ინტერესი, თუ ვინ იქნება პირველი ვარსკვლავი, რომელსაც პოჩეტინო პარიზულ გუნდში დაიმატებს? საფეხბურთო აგენტის, ბრუნო სატინის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პოჩეტინოს მთავარი სატრანსფერო სამიზნე “მანჩესტერ სიტის” 32 წლის არგენტინელი თავდამსხმელი სერხიო აგუეროა. “სიტის” ყველა […]
“პსჟ რთული მოწინააღმდეგეა” – იულიან ნაგელსმანი
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. გულშემატკივართა დიდ ყურადღებას ერთ-ერთი წყვილი იქცევს, სადაც ერთმანეთს “პსჟ” და “ბაიერნი” დაუპირისპირდებიან. წილისყრის შემდეგ, ბავარიელთა მთავარმა მწვრთნელმა – იულიან ნაგელსმანმა კომენტარი გააკეთა: “პსჟ” რთული მეტოქეა. არც ფრანგებს უხარიათ ჩვენთან დაპირისპირება. შეხვედრისთვის მოსამზადებლად საკმაო დრო გვაქვს. წინ მსოფლიო ჩემპიონატის პაუზაა და ამ დროის კარგად […]
“პსჟ” “ტოტენჰემთან” დელე ალის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
“პსჟ”-მ დელე ალის გადაბირება გადაწყვიტა, მას შემდეგ, რაც “დეზების” ვარსკვლავს პრემიერ ლიგის პირველ ორ ტურში მონაწილეობა არ მიუღია. 24 წლის ნახევარმცველს მონაწილეობა არ მიუღია პირველი ტურის შეხვედრაში, სადაც “ტოტენჰემი” “ევერტონთან” 0:1 დამარცხდა. ალის მომავლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც მოურინიომ ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრი “წმინდანებთან” გასამართი შეხვედრის წინ განაცხადს მიღმა დატოვა. The […]
“პსჟ-მ” სატრანსფერო ფანჯრის მთავარი სამიზნე აირჩია
მიმდინარე სეზონში, ინგლისელმა თავდამსხმელმა მარკოს რაშფორდმა ბოლოს და ბოლოს საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა მოახერხა, რის მერეც ბევრი ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია. როგორც The independent-ი იუწყება, ყველაზე მეტად ნიჭიერი ახალგაზრდის თამაშით საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონია მოხიბლული. “პსჟ-ს” ხელმძღვანელობა 22 წლის ფეხბურთელის გადაბირებას მიმდინარე ზაფხულის მთავარ სატრანსფერო მიზნადაც ისახავს. ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ გუნდში აკადემიიდან 2016 […]
“სუპერ-კომპიუტერმა” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული დაასახელა
მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გუნდების მონაცემები “სუპერ-კომპიუტერში” შეიყვანეს. ტექნოლოგიის მიერ მიღებული შედეგების თანახმად, 2019/20 წლების სეზონის ტურნირის მოგების ყველაზე მეტი შანსი “ბაიერნს” აქვს – 21%. მიუნხენელთა შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი, “ლივერპული” მოდის – 20%. რაც შეეხება მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას”, შესაბამისად, მათი შანსები მხოლოდ 6 და 8 %-ადაა შეფასებული. ტურნირის მთავარ აუტსაიდერად “სუპერ-კომპიუტერმა” “ვალენსია” მიიჩნია.