დღეს დიუსელდორფის გრანდ სლემის ბოლო დღეა, სადაც -90, -100 და +100 წონით კატეგორიები ასპარეზობენ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა თავისი პირველი დაპირისპირება ბულგარელ დანიელ დიჩევთან გამართა და მეტოქე იპონით დაამარცხა. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ლაშა ტაველური (-100) უკვე გამოეთიშა ტურნირს, ავთანდილ ჭრიკიშვილმა (-90) კი ბრძოლა ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ მოახერხა. +100 წონით კატეგორიაში, ონისე ბუღაძე მე-2 […]