ყატარის მწვრთნელი: ,,იმედია, შემდეგი მატჩით ხალხი უფრო იამაყებს”
ყატარის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფელიქს სანჩესმა, ეკვადორთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა: ,,ჩვენ მხარდაჭერას ვგრძნობდით. იმედი მაქვს, მომავალი მატჩის შემდეგ ხალხი უფრო იამაყებს. მათ იციან, რომ მეტი შეგვიძლია. გულშემატკივრებში დიდი მოლოდინი იგრძნობოდა. ვწუხვართ, რომ ,,წვეულებაში” მონაწილეობა ვერ მივიღეთ, მაგრამ, ვიცოდით, რომ შეიძლებოდა, ასეც მომხდარიყო… გასაუმჯობესებელი ბევრი დეტალი გვაქვს. არავითარი გამართლება, ცუდად დავიწყეთ. ნერვებმა და პასუხისმგებლობამ ხელი […]
ყატარისა და ეკვადორის მატჩში ორი ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ყატარის ნაკრები ეკვადორთან 0:2 დამარცხდა. სამხრეთამერიკელებმა ენერ ვალენსიას დუბლით იმარჯვეს. მატჩში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა – მუნდიალის მასპინძელმა ქვეყანამ ტურნირის გახსნით შეხვედრაში პირველად წააგო. აქამდე მასპინძელთა ანგარიშზე 16 მოგება და 6 ფრე იყო. გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გოლი პენალტიდან პირველად გავიდა. ყატარი მომდევნო მატჩს 25 ნოემბერს, სენეგალის წინააღმდეგ გამართავს, ეკვადორი […]
ყატარმა მსოფლიო ჩემპიონატის ანტირეკორდი დაამყარა
მსოფლიო ჩემპიონატის A ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ყატარის ეროვნული ნაკრები სენეგალთან 1:3 დამარცხდა. ორი ტურის შემდეგ, ფელიქს სანჩესის გუნდის ანგარიშზე ორი წაგებაა. ეს არის პირველი შემთხვევა მუნდიალების ისტორიაში, როცა ტურნირის მასპინძელმა ჯგუფურ ეტაპზე ორი მატჩი დათმო. ყატარელები მესამე შეხვედრას სამშაბათს, 29 ნოემბერს, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავენ.
ხავის ულამაზესი გოლი ყატარის ჩემპიონატში
ხუთვარსკვლავიან სასტუმროზე, სადაც ადამიანის უფლებებს არღვევენ, ლივერპულმა უარი თქვა
“ლივერპულს” დეკემბერში გადატვირთული კალენდარი ელის. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ გუნდს წლის ბოლო თვის შუაში ყატარში გამგზავრება უწევს, სადაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში უნდა მიიღოს მონაწილეობა. მერსესაიდული კლუბი დოჰაში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში უნდა დაბინავებულიყო, თუმცა ხელმძღვანელებმა ამაზე უარი განაცხადეს. როგორც გაირკვა, ძვირადღირებულ სასტუმროში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევაა, იურგენ კლოპს და ბიჭებს კი ასეთი მომსახურებით სარგებლობის სურვილი არ აქვთ. საქმე […]