ყაზახეთის ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა, პაველ ევტეევმა 2023/24 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის წინ, რომელშიც “დინამო თბილისი” და “ასტანა” ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, კომენტარი გააკეთა და ქართველი მეტოქის შესახებ ისაუბრა. “მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ჩემპიონმა საშინაო მატჩი “ასტანა არენაზე” უნდა მოიგოს. “დინამოს” ბოლო თამაშებს ვუყურე, არასტაბილურად თამაშობენ. საქართველოს სუპერთასის მოგება მხოლოდ პენალტების სერიაში შეძლეს, ეროვნულ ჩემპიონატში […]